https://sputnik-georgia.com/20220914/raribasvili-saqartvelo-sesfotebulia-somxetisa-da-azerbaijans-soris-konfliqtis-gamwvavebit-270436012.html
ღარიბაშვილი: საქართველო შეშფოთებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გამწვავებით
ღარიბაშვილი: საქართველო შეშფოთებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გამწვავებით
Sputnik საქართველო
საბრძოლო მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამშაბათს, ღამით გაჩაღდა. 14.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-14T22:15+0400
2022-09-14T22:15+0400
2022-09-14T23:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
სომხეთი
აზერბაიჯანი
კავკასია
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1b/250175944_0:281:3139:2047_1920x0_80_0_0_951324986631dec447c19f4ee6f4d215.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველო შეშფოთებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გამწვავებით და მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად დაწყების იმედს იტოვებს, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.სამშაბათს, ღამით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები გაჩაღდა. მხარეები ვითარების გამწვავებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკება მალე დაიწყება და ის კონფლიქტის მოგვარებას შეუწყობს ხელს.„ყველა ის ქმედება, რომელიც უსაფრთხოების გარემოს შეცვლის, გააუარესებს, უნდა იყოს ჩვენი საერთო წუხილის საბაბი და მიზეზი, ამიტომ იმედი მაქვს, რომ მხარეები მალე დაუბრუნდებიან დიალოგის გზას, მაგიდასთან დასხდებიან და ეს კონფლიქტი მალე ამოიწურება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.პრემიერი ასევე შეეხო საქართველოს, როგორც შუამავლის როლს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოგვარებაში 2021 წელს.„მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წარმატებული მედიაცია გვქონდა ორ სახელმწიფოს შორის, როცა პირადად ჩემი ჩართულობით 15 სამხედრო ტყვეს გათავისუფლება შევძელით აზერბაიჯანის მიერ და სომხეთმა სანაცვლოდ გადასცა ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომლებიც ეხებოდა დანაღმულ ტერიტორიებს“, – აღნიშნა პრემიერმა.საზღვარზე ვითარება დაიძაბა: ერევანი დახმარებას მოსკოვს სთხოვს >>სამშაბათს, ღამით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეები გამწვავების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის ტერიტორია არტილერიისა და დრონების გამოყენებით დაბომბეს. ამასთან საუბარია ტერიტორიებზე, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ყარაბაღთან.ბაქოში კი აცხადებენ, რომ საზღვარზე დისლოცირებულმა სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანული ჯარების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მათი მხრიდან საპასუხო მოქმედებები მოჰყვა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა. ორივე მხარე სამხედროებს შორის დანაკარგების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
საქართველო
სომხეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1b/250175944_554:314:2864:2047_1920x0_80_0_0_ea599ce5531f9d9e265e0bae086ddfdb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, სომხეთი, აზერბაიჯანი, კავკასია, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, სომხეთი, აზერბაიჯანი, კავკასია, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ღარიბაშვილი: საქართველო შეშფოთებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გამწვავებით
22:15 14.09.2022 (განახლებულია: 23:11 14.09.2022) საბრძოლო მოქმედებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამშაბათს, ღამით გაჩაღდა.
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველო შეშფოთებულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გამწვავებით და მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად დაწყების იმედს იტოვებს, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.
სამშაბათს, ღამით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები გაჩაღდა. მხარეები ვითარების გამწვავებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
„ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომლებიც ვითარდება ჩვენს სამეზობლოში. სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებია. რაც ხდება ამ ქვეყნებში, ჩვენთვის მიუღებელია და დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ამ მოვლენებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკება მალე დაიწყება და ის კონფლიქტის მოგვარებას შეუწყობს ხელს.
„ყველა ის ქმედება, რომელიც უსაფრთხოების გარემოს შეცვლის, გააუარესებს, უნდა იყოს ჩვენი საერთო წუხილის საბაბი და მიზეზი, ამიტომ იმედი მაქვს, რომ მხარეები მალე დაუბრუნდებიან დიალოგის გზას, მაგიდასთან დასხდებიან და ეს კონფლიქტი მალე ამოიწურება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
პრემიერი ასევე შეეხო საქართველოს, როგორც შუამავლის როლს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოგვარებაში 2021 წელს.
„მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წარმატებული მედიაცია გვქონდა ორ სახელმწიფოს შორის, როცა პირადად ჩემი ჩართულობით 15 სამხედრო ტყვეს გათავისუფლება შევძელით აზერბაიჯანის მიერ და სომხეთმა სანაცვლოდ გადასცა ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომლებიც ეხებოდა დანაღმულ ტერიტორიებს“, – აღნიშნა პრემიერმა.
სამშაბათს, ღამით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეები გამწვავების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის ტერიტორია არტილერიისა და დრონების გამოყენებით დაბომბეს. ამასთან საუბარია ტერიტორიებზე, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ყარაბაღთან.
ბაქოში კი აცხადებენ, რომ საზღვარზე დისლოცირებულმა სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანული ჯარების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მათი მხრიდან საპასუხო მოქმედებები მოჰყვა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა. ორივე მხარე სამხედროებს შორის დანაკარგების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.