https://sputnik-georgia.com/20220915/paruli-mosmenebis-shesaxeb-kanoni-kobaxidze-prezidentis-kritikas-pasuxobs-270466223.html
ფარული მოსმენების შესახებ კანონი: კობახიძე პრეზიდენტის კრიტიკას პასუხობს
ფარული მოსმენების შესახებ კანონი: კობახიძე პრეზიდენტის კრიტიკას პასუხობს
Sputnik საქართველო
პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 6 სექტემბერს დაძლია. 15.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-15T19:00+0400
2022-09-15T19:00+0400
2022-09-15T22:00+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846031_0:312:2289:1600_1920x0_80_0_0_88bd5a1da12332d1eda6d16d3bb09a93.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ფარული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აბსურდული უწოდა.ზურაბიშვილმა „წარსულის გამეორება“ უწოდა პარლამენტის მიერ ფარული თავალთვალის შესახებ კანონპროექტის მიღებას. მისი თქმით, იგი გარკვეულწილად გააფართოვებს მოსმენებს.მისი თქმით, საქართველოში იყო გარკვეული სისტემური პრობლემა, რომელიც წარსულს ჩაბარდა.„ჩვენ არაფერში გვჭირდება ეს სისტემური მოსმენები, რადგანაც ჩვენ საკუთარი მოქალაქეების მიმართ არ გვაქვს რეპრესიული რეჟიმი. როცა ვინმე პარალელებს ავლებს, ეს ცარიელი სპეკულაციებია. როდესაც ამას ოპოზიცია აკეთებს – გასაგებია. მაგრამ როდესაც ამას პრეზიდენტი უერთდება, გასაგებია, რომ მას ამოძრავებს იგივე დღის წესრიგი, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს“, – აღნიშნა კობახიძემ.„წარსულის გამეორება" - პრეზიდენტმა ფარული თვალთვალის შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა>>>სახელმწიფოს მეთაურმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის მანძილზე პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და პროექტი პარლამენტს დაუბრუნა. მაგრამ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონპროექტს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოაწერა.სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მოსმენებთან დაკავშირებით შესული ცვლილებები ითვალისწინებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას და თვალთვალის შესახებ პოტენციური დამნაშავისთვის შეტყობინების გადავადებას. საკანონმდებლო ცვლილებები გააკრიტიკეს ოპოზიციამ, პრეზიდენტმა, ვენეციის კომისიამ, აშშ-ის საელჩომ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/17/259846031_435:398:2038:1600_1920x0_80_0_0_08ebdbb57d46ffbf8bbeceb444d58348.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ფარული მოსმენების შესახებ კანონი: კობახიძე პრეზიდენტის კრიტიკას პასუხობს
19:00 15.09.2022 (განახლებულია: 22:00 15.09.2022) პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 6 სექტემბერს დაძლია.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ფარული საგამოძიებო ღონისძიებების შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აბსურდული უწოდა.
ზურაბიშვილმა „წარსულის გამეორება“ უწოდა პარლამენტის მიერ ფარული თავალთვალის შესახებ კანონპროექტის მიღებას. მისი თქმით, იგი გარკვეულწილად გააფართოვებს მოსმენებს.
„პრეზიდენტის მოსმენა ვის რაში სჭირდება? აბსურდული განცხადებებია და გვიწევს კომენტარების გაკეთება. ჩემი მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს, რადგან ბევრი ინფორმაციის მატარებელი ვარ, ბევრ გადაწყვეტილებასაც ვიღებ და ბევრ ადამიანთან მაქვს კომუნიკაცია“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, საქართველოში იყო გარკვეული სისტემური პრობლემა, რომელიც წარსულს ჩაბარდა.
„ჩვენ არაფერში გვჭირდება ეს სისტემური მოსმენები, რადგანაც ჩვენ საკუთარი მოქალაქეების მიმართ არ გვაქვს რეპრესიული რეჟიმი. როცა ვინმე პარალელებს ავლებს, ეს ცარიელი სპეკულაციებია. როდესაც ამას ოპოზიცია აკეთებს – გასაგებია. მაგრამ როდესაც ამას პრეზიდენტი უერთდება, გასაგებია, რომ მას ამოძრავებს იგივე დღის წესრიგი, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს“, – აღნიშნა კობახიძემ.
სახელმწიფოს მეთაურმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის მანძილზე პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და პროექტი პარლამენტს დაუბრუნა. მაგრამ პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონპროექტს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოაწერა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მოსმენებთან დაკავშირებით შესული ცვლილებები ითვალისწინებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას და თვალთვალის შესახებ პოტენციური დამნაშავისთვის შეტყობინების გადავადებას. საკანონმდებლო ცვლილებები გააკრიტიკეს ოპოზიციამ, პრეზიდენტმა, ვენეციის კომისიამ, აშშ-ის საელჩომ.