https://sputnik-georgia.com/20220906/prezidentma-paruli-mosmenebis-shesaxeb-kanonproeqti-gaakritika-270153180.html
„წარსულის გამეორება" - პრეზიდენტმა ფარული თვალთვალის შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა
„წარსულის გამეორება" - პრეზიდენტმა ფარული თვალთვალის შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა
Sputnik საქართველო
კანონპროექტზე ვენეციის კომისის სრული დასკვნა 22 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი. 06.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-06T18:17+0400
2022-09-06T18:17+0400
2022-09-07T07:21+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265867882_0:0:1663:935_1920x0_80_0_0_fcebb3d8c5ee6024f9304e6b35feb9e3.png
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „წარსულის გამეორება“ უწოდა პარლამენტის მიერ ფარული თავალთვალის შესახებ კანონპროექტის მიღებას.სახელმწიფოს მეთაურმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის მანძილზე პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და პროექტი პარლამენტს დაუბრუნა. კანონპროექტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას ითვალისწინებს. „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ პროექტი სრულად შეესაბამება დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.ვენეციის კომისიამ აგვისტოს ბოლოს წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და ის უფრო დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს.ვენეციის კომისიამ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმს „არაადეკვატური“ უწოდა და აღნიშნა, რომ საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების „ყოვლისმომცველი გადახედვა“.ვენეციის კომისის რეკომენდაციით, რაიმე კანონპროექტზე გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ჩატარდეს ფორმალური კონსულტაციები შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.გარდა ამისა, კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა კანონპროექტის მიღებისა და, მათ შორის, ფარული თვალთვალის ვადის გახანგრძლივების აუცილებლობის დასაბუთება, ასევე მთელი სისტემის სრული გადახედვა და საქართველოში ფარული თვალთვალის სრულიად ახალი წესების მიღება.კანონპროექტზე ვენეციის კომისის სრული დასკვნა 22 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265867882_0:0:1447:1085_1920x0_80_0_0_224bc964e68bb6b47f3e9360e954c0bb.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„წარსულის გამეორება" - პრეზიდენტმა ფარული თვალთვალის შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა
18:17 06.09.2022 (განახლებულია: 07:21 07.09.2022) კანონპროექტზე ვენეციის კომისის სრული დასკვნა 22 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „წარსულის გამეორება“ უწოდა პარლამენტის მიერ ფარული თავალთვალის შესახებ კანონპროექტის მიღებას.
სახელმწიფოს მეთაურმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის მანძილზე პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და პროექტი პარლამენტს დაუბრუნა. კანონპროექტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას ითვალისწინებს. „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ პროექტი სრულად შეესაბამება დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
„ეს არაა ევროპული მიმართულება, ეს წარსულის გამეორებაა, სადაც ვფიქრობთ, რომ ამას შეუძლია ჩვენი მმართველობის გაუმჯობესება. საბოლოო ჯამში ეს არ აუმჯობესებს ჩვენს მმართველობას და ეს ისაა, რასაც ჩვენ, შესაძლოა, ძალიან გვიან ვიგებთ", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ვენეციის კომისიამ აგვისტოს ბოლოს წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და ის უფრო დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს.
ვენეციის კომისიამ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმს „არაადეკვატური“ უწოდა და აღნიშნა, რომ საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების „ყოვლისმომცველი გადახედვა“.
ვენეციის კომისის რეკომენდაციით, რაიმე კანონპროექტზე გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ჩატარდეს ფორმალური კონსულტაციები შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
გარდა ამისა, კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა კანონპროექტის მიღებისა და, მათ შორის, ფარული თვალთვალის ვადის გახანგრძლივების აუცილებლობის დასაბუთება, ასევე მთელი სისტემის სრული გადახედვა და საქართველოში ფარული თვალთვალის სრულიად ახალი წესების მიღება.
კანონპროექტზე ვენეციის კომისის სრული დასკვნა 22 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი.