https://sputnik-georgia.com/20220915/gomelauri-sss-s-da-suss-rusetis-specsamsaxurebtan-aranairi-komunikacia-ar-aqvt-270474786.html
გომელაური: შსს-ს და სუს-ს რუსეთის სპეცსამსახურებთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვთ
გომელაური: შსს-ს და სუს-ს რუსეთის სპეცსამსახურებთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვთ
Sputnik საქართველო
გომელაურმა განაცხადა, რომ ფარულად შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს 15.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-15T23:20+0400
2022-09-15T23:20+0400
2022-09-15T23:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546080_0:51:2048:1203_1920x0_80_0_0_d6720ea06efe2eb2ba53a4c81bf5dcd6.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უარყო ბრალდებები, თითქოს ის სუსის უფროსის თანამდებობაზე ყოფნისას ვლადიკავკაზსა და მინსკში იმყოფებოდა და ფარულად ხვდებოდა „ეფესბეს“ ხელმძღვანელობას.განცხადება იმის შესახებ, რომ გომელაურს ეს შეხვედრები ჰქონდა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა გააკეთა. ამ ინფორმაციით აღშფოთებული ოპოზიციონერები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.ამასთან, მან აღნიშნა, რომ მინსკში გამართულ ღონისძიებას, სადაც „ეფესბეს“ მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, ასევე ესწრებოდნენ ევროპის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები.„იყო 100 წლისთავი, იყო იუბილე და იყო ყველა, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული იყო პირველი ან მეორე პირები, რომლებიც ულოცავდნენ ბელორუსიის უსაფრთხოების სამსახურს შექმნის დღეს. ასევე იყო აზერბაიჯანშიც, სადაც ჩავედით ჩვენც... იქ იყვნენ ამერიკის წარმომადგენლებიც, ბრიტანეთის წარმომადგენლებიც, რუსეთიდანაც იყვნენ... პირისპირ შეხვედრა არასდროს გვქონია“, - განაცხადა გომელაურმა.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სპეცსამსახურებს რუსეთის სპეცსამსახურებთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვთ.სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ ემუქრებიან - ომბუდსმენი გამოძიებას მოითხოვს >>ამასთან მან აღნიშნა, რომ მზად არის უპასუხოს კითხვებს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ფორმატშიც.„საგამოძიებო კომისია თუ შეიქმნება, შეიქმნას, მივალ და პასუხებს გავცემ. თუმცა მათ ვუსვამ კითხვას - თუნდაც შევხვდი ფარულად და ფარულად ბევრს შევხვედრივარ, ვგულისხმობ იმას, რომ ტელევიზიის წინაშე არ გაგვიპიარებია შეხვედრა. შევხვედრივარ, ვთქვათ, ისრაელის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვადასხვა ქვეყნის სამსახურის წარმომადგენლებს, ეს დანაშაულია? ომის დროს ხვდებიან სპეცსამსახურები და ლაპარაკობენ, რაც ღიად არ გამოდის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.გომელაური ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 2015-2019 წლებში, შემდეგ კი კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაუდგა სათავეში, რომელსაც 2015 წლის იანვარ-სექტემბერში ხელმძღვანელობდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546080_0:0:1828:1371_1920x0_80_0_0_e952297c9c77527e5ed7eb1666430bb1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
გომელაური: შსს-ს და სუს-ს რუსეთის სპეცსამსახურებთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვთ
გომელაურმა განაცხადა, რომ ფარულად შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს
თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უარყო ბრალდებები, თითქოს ის სუსის უფროსის თანამდებობაზე ყოფნისას ვლადიკავკაზსა და მინსკში იმყოფებოდა და ფარულად ხვდებოდა „ეფესბეს“ ხელმძღვანელობას.
განცხადება იმის შესახებ, რომ გომელაურს ეს შეხვედრები ჰქონდა, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა გააკეთა. ამ ინფორმაციით აღშფოთებული ოპოზიციონერები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.
„ვლადიკავკაზში არ ვყოფილვარ, მაგრამ მინსკში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ალბათ, 5-6 ვიზიტი მაქვს ჩატარებული. არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია. ოფიციალურ შეხვედრებზე ჩავდიოდით და ვხვდებოდით ჩვენს კოლეგებს, იყო ოფიციალური შეხვედრები. სხვა არაფერი არ ყოფილა“,- განაცხადა გომელაურმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მინსკში გამართულ ღონისძიებას, სადაც „ეფესბეს“ მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, ასევე ესწრებოდნენ ევროპის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლები.
„იყო 100 წლისთავი, იყო იუბილე და იყო ყველა, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული იყო პირველი ან მეორე პირები, რომლებიც ულოცავდნენ ბელორუსიის უსაფრთხოების სამსახურს შექმნის დღეს. ასევე იყო აზერბაიჯანშიც, სადაც ჩავედით ჩვენც... იქ იყვნენ ამერიკის წარმომადგენლებიც, ბრიტანეთის წარმომადგენლებიც, რუსეთიდანაც იყვნენ... პირისპირ შეხვედრა არასდროს გვქონია“, - განაცხადა გომელაურმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სპეცსამსახურებს რუსეთის სპეცსამსახურებთან არანაირი კომუნიკაცია არ აქვთ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ მზად არის უპასუხოს კითხვებს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის ფორმატშიც.
„საგამოძიებო კომისია თუ შეიქმნება, შეიქმნას, მივალ და პასუხებს გავცემ. თუმცა მათ ვუსვამ კითხვას - თუნდაც შევხვდი ფარულად და ფარულად ბევრს შევხვედრივარ, ვგულისხმობ იმას, რომ ტელევიზიის წინაშე არ გაგვიპიარებია შეხვედრა. შევხვედრივარ, ვთქვათ, ისრაელის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვადასხვა ქვეყნის სამსახურის წარმომადგენლებს, ეს დანაშაულია? ომის დროს ხვდებიან სპეცსამსახურები და ლაპარაკობენ, რაც ღიად არ გამოდის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
გომელაური ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 2015-2019 წლებში, შემდეგ კი კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაუდგა სათავეში, რომელსაც 2015 წლის იანვარ-სექტემბერში ხელმძღვანელობდა.