მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სროლები სახელმწიფო საზღვარზე - დღეს უკვე მეორედ

© Ministry of Defense of the Russian Federation / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
გამოწერა
თბილისი, 14 სექტემბერი − Sputnik. ყირგიზმა და ტაჯიკმა მესაზღვრეებმა დღეს უკვე ორჯერ გაუხსნეს ცეცხლი ერთმანეთს.
ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის ვერსიით, პირველებმა სროლა ტაჯიკმა მესაზღვრეებმა დაიწყეს, რასაც ყირგიზმა სამხედროებმა ასევე ცეცხლით უპასუხეს. მათი მხრიდან დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
რაც შეეხება ტაჯიკურ მხარეს, როგორც „Sputnik–ტაჯიკეთი“ წერს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, ცეცხლი პირველმა მოწინააღმდეგემ გახსნა, რა დროსაც ერთი სამხედრო დაიჭრა.
მანამდე, ადრე დილით მომხდარი შეტაკებისას, რა დროსაც, მედიის ინფორმაციით, მხარეებმა ყუმბარმტყორცნებიდან ესროლეს ერთმანეთს, ერთი ტაჯიკი მესაზღვრე დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა.
აღსანიშნავია, რომ ტერიტორიული საზღვრების საკითხში უთანხმოების გამო ორი ქვეყნის საზღვარზე სროლების ხმა რეგულარულად ისმის. როგორც წესი, მხარეები ინციდენტებში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0