წყალდიდობა ქობულეთში - მდინარემ ქალაქის ბაზარი დატბორა

© Ajara TVწყალდიდობა
წყალდიდობა - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
გამოწერა
მოვაჭრეები იძულებული გახდნენ დაეხურათ დახლები. ადგილზე სპეცსამსახურები მუშაობენ.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. მდინარე აჭყვა ნაპირებიდან გადმოვიდა და ქობულეთის ბაზრის ტერიტორია დატბორა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
ტელეარხის ინფორმაციით, დაიტბორა ბაზრის როგორც შიდა, ისე გარე ტერიტორია. დატბორვის გამო მოვაჭრეებმა ადგილები დატოვეს.
ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.
ყველა ახალი ამბავი
0