https://sputnik-georgia.com/20220914/viola-fon-kramons-qartul-ocnebashi-akritikeben-270421754.html
„ერევა საქართველოს შიდა საქმეებში" - მმართველი პარტია ევროდეპუტატს აფასებს
„ერევა საქართველოს შიდა საქმეებში" - მმართველი პარტია ევროდეპუტატს აფასებს
Sputnik საქართველო
როგორც ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, ევროპარლამენტი არ უნდა გაიგივდეს ცალკეულ დეპუტატებთან. 14.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-14T15:59+0400
2022-09-14T15:59+0400
2022-09-14T21:45+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383771_0:26:3077:1757_1920x0_80_0_0_ed6ecdb33cd69c6f5e7cbe88ea3e2479.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს შიდა საქმეებში პირდაპირ ჩარევაში დაადანაშაულა.ევროპარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტიის მისამართით არაერთხელ გააკეთა მწვავე და კრიტიკული განცხადებები.ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს. კრამონის აზრით, საქართველოს ეს პრობლემა აქვს. ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები შეშფოთებას იწვევს. დემოკრატიის თვალსაზრისით არასასურველია ქვეყანას ჰყავდეს ისეთი მდიდარი ბიზნესმენი, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი.მისი თქმით, „ჩარევაა“ ფონ კრამონის განცხადება იმის თაობაზე, რომ „მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ხელისუფლება მიიტაცა“.„ქართველმა ხალხმა მიიტაცა ხელისუფლება? თურმე ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან უნდა წავიდეს, იმიტომ რომ ფონ კრამონს არ მოსწონს… მეგობრებო, ჩვენ არ ვიმყოფებით იმ რეალობაში, როდესაც ვინმემ თავში უნდა წამოგვარტყას, ქართველი ხალხის ნებას არ სცეს პატივი და ასე აბუჩად აიგდოს ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა დეპუტატმა.„ისინი საქართველოს მტრები არიან": კალაძე ზოგიერთ ევროპარლამენტარზე>>>ამასთან, ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი არ უნდა გაიგივდეს ცალკეულ დეპუტატებთან.„ჩვენთვის მთავარი ჩვენი ქვეყნის ინტერესია. პოლიტიკური ძალა, რომელიც მართავს დღეს ქვეყანას „ქართული ოცნების“ სახით, ეს ქვეყნის არჩევანია. ყველამ ნება იბოძოს და პატივი სცეს ქართველი ხალხის არჩევანს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველოს მტრები უწოდა ევროპარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებიც დეოლიგარქიზაციის თაობაზე საუბრობენ.დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, არ არსებობს არცერთი ფაქტი იმისა, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობს. ღარიბაშვილის თქმით, ოლიგარქიული მმართველობის მთავარ „მტკიცებულებად“ მოჰყავთ ის, რომ ის და მმართველი გუნდის რამდენიმე წამყვანი წევრი პოლიტიკაში ივანიშვილის წყალობით მოვიდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383771_66:0:2795:2047_1920x0_80_0_0_8eb28d44165897f90a0566e60c01de50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
„ერევა საქართველოს შიდა საქმეებში" - მმართველი პარტია ევროდეპუტატს აფასებს
15:59 14.09.2022 (განახლებულია: 21:45 14.09.2022) როგორც ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, ევროპარლამენტი არ უნდა გაიგივდეს ცალკეულ დეპუტატებთან.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს შიდა საქმეებში პირდაპირ ჩარევაში დაადანაშაულა.
ევროპარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტიის მისამართით არაერთხელ გააკეთა მწვავე და კრიტიკული განცხადებები.
ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს. კრამონის აზრით, საქართველოს ეს პრობლემა აქვს. ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები შეშფოთებას იწვევს. დემოკრატიის თვალსაზრისით არასასურველია ქვეყანას ჰყავდეს ისეთი მდიდარი ბიზნესმენი, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი.
„ვიოლა ფონ კრამონის ბოლოდროინდელი განცხადებები რომელი დემოკრატიული ქვეყნის იმიჯში ჯდება ან რომელი სამართლებრივი ნორმით რეგულირდება? იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, პირდაპირ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში“, – განაცხადა ღუდუშაურმა PalitraNews-ის ეთერში.
მისი თქმით, „ჩარევაა“ ფონ კრამონის განცხადება იმის თაობაზე, რომ „მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ხელისუფლება მიიტაცა“.
„ქართველმა ხალხმა მიიტაცა ხელისუფლება? თურმე ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან უნდა წავიდეს, იმიტომ რომ ფონ კრამონს არ მოსწონს… მეგობრებო, ჩვენ არ ვიმყოფებით იმ რეალობაში, როდესაც ვინმემ თავში უნდა წამოგვარტყას, ქართველი ხალხის ნებას არ სცეს პატივი და ასე აბუჩად აიგდოს ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა დეპუტატმა.
ამასთან, ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი არ უნდა გაიგივდეს ცალკეულ დეპუტატებთან.
„ჩვენთვის მთავარი ჩვენი ქვეყნის ინტერესია. პოლიტიკური ძალა, რომელიც მართავს დღეს ქვეყანას „ქართული ოცნების“ სახით, ეს ქვეყნის არჩევანია. ყველამ ნება იბოძოს და პატივი სცეს ქართველი ხალხის არჩევანს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველოს მტრები უწოდა ევროპარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებიც დეოლიგარქიზაციის თაობაზე საუბრობენ.
დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, არ არსებობს არცერთი ფაქტი იმისა, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობს. ღარიბაშვილის თქმით, ოლიგარქიული მმართველობის მთავარ „მტკიცებულებად“ მოჰყავთ ის, რომ ის და მმართველი გუნდის რამდენიმე წამყვანი წევრი პოლიტიკაში ივანიშვილის წყალობით მოვიდა.