https://sputnik-georgia.com/20220905/isini-saqartvelos-mtrebi-arian-kalaze-rig-evroparlamentarze-270109416.html
„ისინი საქართველოს მტრები არიან": კალაძე ზოგიერთ ევროპარლამენტარზე
„ისინი საქართველოს მტრები არიან": კალაძე ზოგიერთ ევროპარლამენტარზე
Sputnik საქართველო
დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. 05.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-05T17:17+0400
2022-09-05T17:17+0400
2022-09-05T22:36+0400
საქართველო
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
ბიძინა ივანიშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261619016_0:99:1280:820_1920x0_80_0_0_86cd693372a950e9a3d82651b6ccde44.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველოს მტრები უწოდა ევროპარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებიც დეოლიგარქიზაციის თაობაზე საუბრობენ.ევროპარლამენტის დეპუტატმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს.ვიოლა ფონ კრამონის აზრით, საქართველოს ეს პრობლემა აქვს. მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები შეშფოთებას იწვევს. დემოკრატიის თვალსაზრისით არასასურველია ქვეყანას ჰყავდეს ისეთი მდიდარი ბიზნესმენი, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველა სტრუქტურაზე ახდენს ზეგავლენას, დასძინა ევროდეპუტატმა.მისი თქმით, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ასევე ყველაფერს გააკეთებს რეფორმების განსახორციელებლად.„რაც შეეხება იმ მოთხოვნებს, რაც სტატუსის (ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი) მისაღებად წამოგვიყენეს, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ეს ცვლილებები განხორციელდეს“, – აღნიშნა კალაძემ.მან ასევე დაამატა, რომ ივანიშვილი მეცენატია, რომელმაც საქართველოს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.„თქვენ ყველანაირად ცდილობთ ცილი დასწამოთ და ტალახი ესროლოთ მას, მაგრამ არაფერი გამოგივათ. ეს ადამიანი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ასე იქნება ყოველთვის“, – განაცხადა კალაძემ.დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, არ არსებობს არცერთი ფაქტი იმისა, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობს. ღარიბაშვილის თქმით, ოლიგარქიული მმართველობის მთავარ „მტკიცებულებად“ მოჰყავთ ის, რომ ის და მმართველი გუნდის რამდენიმე წამყვანი წევრი პოლიტიკაში ივანიშვილის წყალობით მოვიდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261619016_177:108:1170:853_1920x0_80_0_0_7039ec32fb2b149989e876de9b43362a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი , ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი , ახალი ამბები
„ისინი საქართველოს მტრები არიან": კალაძე ზოგიერთ ევროპარლამენტარზე
17:17 05.09.2022 (განახლებულია: 22:36 05.09.2022) დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველოს მტრები უწოდა ევროპარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებიც დეოლიგარქიზაციის თაობაზე საუბრობენ.
ევროპარლამენტის დეპუტატმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს.
ვიოლა ფონ კრამონის აზრით, საქართველოს ეს პრობლემა აქვს. მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები შეშფოთებას იწვევს. დემოკრატიის თვალსაზრისით არასასურველია ქვეყანას ჰყავდეს ისეთი მდიდარი ბიზნესმენი, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველა სტრუქტურაზე ახდენს ზეგავლენას, დასძინა ევროდეპუტატმა.
„ისინი არიან ამ ქვეყნის მტრები, ვითომ მეგობრებად შერაცხული. რაც შეეხება ქვეყნის კურსს, საქართველოს ამ კურსიდან არასდროს გადაუხვევია. საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა – ეს არის მთავრობა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან, უვიზო მიმოსვლასთან და სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ასევე ყველაფერს გააკეთებს რეფორმების განსახორციელებლად.
„რაც შეეხება იმ მოთხოვნებს, რაც სტატუსის (ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი) მისაღებად წამოგვიყენეს, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ეს ცვლილებები განხორციელდეს“, – აღნიშნა კალაძემ.
მან ასევე დაამატა, რომ ივანიშვილი მეცენატია, რომელმაც საქართველოს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.
„თქვენ ყველანაირად ცდილობთ ცილი დასწამოთ და ტალახი ესროლოთ მას, მაგრამ არაფერი გამოგივათ. ეს ადამიანი ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ასე იქნება ყოველთვის“, – განაცხადა კალაძემ.
დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, არ არსებობს არცერთი ფაქტი იმისა, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობს. ღარიბაშვილის თქმით, ოლიგარქიული მმართველობის მთავარ „მტკიცებულებად“ მოჰყავთ ის, რომ ის და მმართველი გუნდის რამდენიმე წამყვანი წევრი პოლიტიკაში ივანიშვილის წყალობით მოვიდა.