რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიიღო საქართველოს პასპორტი

© photo: Sputnik / Stringerქართული პასპორტი
ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
გამოწერა
გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 1.344-მა მოქალაქემ მიიღო.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ 2022 წლის დასაწყისიდან მოქალაქეობა, გამონაკლისის სახით, მისცა რუსეთის 812 მოქალაქეს, ხოლო ბინადრობის უფლება – 2,2 ათასს. ასეთია იუსტიციის სამინისტროს მონაცემები, რომელიც დეპუტატმა გამოითხოვა.
კერძოდ, რუსეთის მოქალაქეებისთვის მოქალაქეობისა და ბინადრობის უფლების მინიჭების შესახებ მონაცემები მოითხოვა ოპოზიციური ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მაჭუტაძემ. ინფორმაცია, რომელიც მოიცავს 2022 წლის 1 იანვრიდან 23 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს, გამოქვეყნებულია პარლამენტის ვებ-გვერდზე.
ქართული პასპორტი 2021 წელს გაიცა რუსეთის 1.344 მოქალაქეზე, ხოლო 2020 წელს – 629-ზე.
რაც შეეხება ბინადრობის უფლებას, საანგარიშო პერიოდში რუსეთის 798 მოქალაქეს მიენიჭა ბინადრობის მუდმივი უფლება, ხოლო დანარჩენებს – დროებითი ცხოვრების უფლება, ძირითადად, სამუშაოს, ოჯახის წევრებთან ყოფნის ან სწავლის მიზნით.
რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიიღო საქართველოში ბინადრობის უფლება 2022 წელს>>
ამასთან, ბინადრობის უფლება მიიღო ქვეყნის 253-მა ყოფილმა მოქალაქემ, რომლებიც ამჟამად რუსეთის მოქალაქეები არიან.
საქართველომ 2021 წელს ბინადრობის უფლება მისცა რუსეთის 3.256 მოქალაქეს, საიდანაც 1.603-მა მიიღო მუდმივი ბინადრობის უფლება, 2020 წელს – 1.932-მა მოქალაქემ და აქედან 986-მა – მუდმივი ბინადრობის უფლება.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0