https://sputnik-georgia.com/20220827/rusetis-ramdenma-moqalaqem-miiro-saqartvelosi-binadrobis-ufleba-2022-wels-269825349.html
რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიიღო საქართველოში ბინადრობის უფლება 2022 წელს
რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიიღო საქართველოში ბინადრობის უფლება 2022 წელს
Sputnik საქართველო
წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 691 მოქალაქეს გაუუქმდა.
2022-08-27T22:51+0400
2022-08-27T22:51+0400
2022-08-27T22:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24116/44/241164479_211:361:1923:1324_1920x0_80_0_0_6ea2fc0ac455aec3d6688ded670649c8.jpg
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან 4 აგვისტომდე საქართველოს ხელისუფლებას ბინადრობის ნებართვის მისაღებად მიმართა რუსეთის 2,8 ათასმა მოქალაქემ, მათგან დაახლოებით 2 ათასმა მიიღო დადებითი პასუხი, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული იუსტიციის სამინისტროს მასალებში, რომელიც სადეპუტატო კითხვაზე საპასუხოდ გამოქვეყნდა.იუსტიციის სამინისტროს კითხვით მიმართა ოპოზიციური პარტია „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა.ბინადრობის მოწმობა გაუუქმდა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ჩამოსულ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მქონე 691 პირს, ზემოაღნიშნული პირებისთვის ბინადრობის მოწმობის გაუქმების საფუძველი დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლა გახდა.2022 წლის 1 იანვრიდან 4 აგვისტოს ჩათვლით რეგისტრირებული საზოგადოებების რაოდენობა, რომელთა კაპიტალში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რეგისტრირებულია წილის მესაკუთრის სახით, შეადგენს 601-ს.ბინადრობის უფლება - დოკუმენტია, რომელიც უცხოელს ვიზის მოქმედების ვადის მიუხედავად საქართველოში შეუფერხებლად ყოფნის და თავისთან სხვა უცხოელების მოწვევის უფლებას ანიჭებს.საქართველოში გაიცემა ათი ტიპის ბინადრობის უფლება: შრომითი, სასწავლო, საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის, ოჯახის გაერთიანების მიზნით, მოქალაქეობის არმქონე პირთათვის, სპეციალური, მუდმივი, საინვესტიციო, დროებითი და მოკლევადიანი.ბინადრობის თითოეული ტიპისთვის განსხვავებული დოკუმენტების ჩამონათვალი არსებობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24116/44/241164479_761:473:1896:1324_1920x0_80_0_0_31cf813956b45224188a228d8c700a1a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი მოქალაქე საქართველო ბინადრობა უფლება 2022 წელი დავით უსუფაშვილი
რუსეთი მოქალაქე საქართველო ბინადრობა უფლება 2022 წელი დავით უსუფაშვილი
რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიიღო საქართველოში ბინადრობის უფლება 2022 წელს
22:51 27.08.2022 (განახლებულია: 22:53 27.08.2022) წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 691 მოქალაქეს გაუუქმდა.
თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. 2022 წლის 1 იანვრიდან 4 აგვისტომდე საქართველოს ხელისუფლებას ბინადრობის ნებართვის მისაღებად მიმართა რუსეთის 2,8 ათასმა მოქალაქემ, მათგან დაახლოებით 2 ათასმა მიიღო დადებითი პასუხი, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული იუსტიციის სამინისტროს მასალებში, რომელიც სადეპუტატო კითხვაზე საპასუხოდ გამოქვეყნდა.
იუსტიციის სამინისტროს კითხვით მიმართა ოპოზიციური პარტია „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა.
იუსტიციის სამინისტროს ბინადრობის უფლების მისაღებად რუსეთის 2.824-მა მოქალაქემ მიმართა, საიდანაც აღნიშნული პერიოდისთვის 475 განაცხადზე უარი იყო გაცემული, 1.988-ზე - დადებითი პასუხი. დროებითი ბინადრობის უფლება 1.288 ადამიანს, მუდმივი ბინადრობის უფლება კი 690 ადამიანს მიენიჭა. დანარჩენი განცხადებები განხილვის რეჟიმში იმყოფებოდა.
ბინადრობის მოწმობა გაუუქმდა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ჩამოსულ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მქონე 691 პირს, ზემოაღნიშნული პირებისთვის ბინადრობის მოწმობის გაუქმების საფუძველი დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლა გახდა.
2022 წლის 1 იანვრიდან 4 აგვისტოს ჩათვლით რეგისტრირებული საზოგადოებების რაოდენობა, რომელთა კაპიტალში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რეგისტრირებულია წილის მესაკუთრის სახით, შეადგენს 601-ს.
ბინადრობის უფლება - დოკუმენტია, რომელიც უცხოელს ვიზის მოქმედების ვადის მიუხედავად საქართველოში შეუფერხებლად ყოფნის და თავისთან სხვა უცხოელების მოწვევის უფლებას ანიჭებს.
საქართველოში გაიცემა ათი ტიპის ბინადრობის უფლება: შრომითი, სასწავლო, საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის, ოჯახის გაერთიანების მიზნით, მოქალაქეობის არმქონე პირთათვის, სპეციალური, მუდმივი, საინვესტიციო, დროებითი და მოკლევადიანი.
ბინადრობის თითოეული ტიპისთვის განსხვავებული დოკუმენტების ჩამონათვალი არსებობს.