მიშა გომიაშვილს 15 სექტემბერს მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

© Sputnik / Alexander Imedashviliმარჯანიშვილის თეატრი
მარჯანიშვილის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
მსახიობი მიშა გომიაშვილი 12 სექტემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობს მიხეილ გომიაშვილს 15 სექტემბერს მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.
მიშა გომიაშვილი 61 წლის ასაკში 12 სექტემბერს გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობის გარდაცვალება გულის შეტევას უკავშირდება.

„მიხეილ გომიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 15 სექტემბერს 12 საათიდან მარჯანიშვილის თეატრში. დაკრძალვა 15 სექტემბერს 15:00 საათზე მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ გომიაშვილი დაიბადა მსახიობების არჩილ და ლიანა გომიაშვილების ოჯახში. უფროსი ძმისგან განსხვავებით, რომელმაც ინჟინრის პროფესია აირჩია, სკოლის დამთავრების შემდეგ იგი მამის კვალს გაჰყვა და საქართველოს სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა.
გომიაშვილის დებიუტი კინოში 1992 წელს შედგა – ფილმ „ხაფანგში“ მან მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა. 2000 წელს ითამაშა გიორგი შენგელაიას ფილმში „სიყვარული ვენახში“, 2003 წელს – რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის ფილმში „არის ასეთი ქვეყანა“ და სხვ. 2005 წელს მიიწვიეს რუსული ისტორიული ფილმის „პირველი ღმერთის შემდეგ“ გადაღებებზე.
საქართველოს პირველი პირები მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ>>
2017 წელს გომიაშვილმა შეასრულა როლი რეზო გიგინეიშვილის დრამატულ ფილმში „მძევლები“ (ფილმში ასევე როლებს ასრულებენ თინა დალაქიშვილი, მერაბ ნინიძე, ნადეჟდა მიხალკოვა და სხვ.), იმავე წელს გადაიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმში „მან თქვა „დედა“. ის ასევე მონაწილეობდა ფილმებსა და სერიალებში: „ჰეფი ენდი“, „კურატორი“, „ყავა და ლუდი“ და სხვ. მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.
ყველა ახალი ამბავი
0