„ჩვენი სატკივარია" - ირაკლი კობახიძე სომხეთი-აზერბაიჯანის კონფლიქტზე

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ვითარების მოსაგვარებლად, აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველო მზადაა თავისი როლი შეასრულოს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის, განაცხადა მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მანამდე სომხეთის მინისტრთა კაბინეტმა აზერბაიჯანის საზღვართან ვითარების გამწვავების გამო რუსეთს, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციასა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.

„ჩვენთვის მთავარია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა. ეს არის ჩვენი მთავარი სატკივარი, ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა. თუ საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებას ამ კუთხით რაიმე როლის შესრულება შეუძლია, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ", – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, მთავარი ამოცანა კონფლიქტის შეჩერება უნდა იყოს.
„ჩვენ ამას ვამბობდით უკრაინის საკითხთან მიმართებითაც და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის კიდევ უფრო მგრძნობიარეა, როდესაც საქმე ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას ეხება. ამ კუთხით თუ რაიმეს გაკეთება შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ", – განაცხადა კობახიძემ.
სამშაბათს, ღამით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეები გამწვავების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის ტერიტორია არტილერიისა და დრონების გამოყენებით დაბომბეს. ამასთან საუბარია ტერიტორიებზე, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ყარაბაღთან.
ფაშინიანმა შეტაკებაში დაღუპული სომეხი სამხედროების რაოდენობა დაასახელა>>
ბაქოში კი აცხადებენ, რომ საზღვარზე დისლოცირებულმა სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანული ჯარების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მათი მხრიდან საპასუხო მოქმედებები მოჰყვა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0