https://sputnik-georgia.com/20220913/somxeti-azerbaijani-270370996.html
ფაშინიანმა შეტაკებაში დაღუპული სომეხი სამხედროების რაოდენობა დაასახელა
ფაშინიანმა შეტაკებაში დაღუპული სომეხი სამხედროების რაოდენობა დაასახელა
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 სექტემბერი − Sputnik. სომხურ მხარეს აზერბაიჯანთან საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შედეგად, რა დროსაც აზებაიჯანელმა სამხედროებმა სომხური პოზიციები... 13.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-13T13:09+0400
2022-09-13T13:09+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
სომხეთი
აზერბაიჯანი
კავკასია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/07/263436889_0:110:3071:1838_1920x0_80_0_0_d045808da876936d1bba4a9772ece2ac.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი − Sputnik. სომხურ მხარეს აზერბაიჯანთან საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შედეგად, რა დროსაც აზებაიჯანელმა სამხედროებმა სომხური პოზიციები დაცხრილეს, რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას.მისი თქმით, დაღუპულებთან დაკავშირებით ინფორმაცია დაზუსტებას მოითხოვს.სამშაბათს, ღამით სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეები გამწვავების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის ტერიტორია არტილერიისა და დრონების გამოყენებით დაბომბეს. ამასთან საუბარია ტერიტორიებზე, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს ყარაბაღთან.ბაქოში კი აცხადებენ, რომ საზღვარზე დისლოცირებულმა სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანული ჯარების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მათი მხრიდან საპასუხო მოქმედებები მოჰყვა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა.ფაშინიანის თქმით, ამ დროისათვის სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობამ უკვე იკლო, შეტაკებები მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით გრძელდება.ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
სომხეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/07/263436889_16:0:2747:2048_1920x0_80_0_0_def48a016735a43c1b19d4cd8691be18.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, სომხეთი, აზერბაიჯანი, კავკასია, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, სომხეთი, აზერბაიჯანი, კავკასია, მსოფლიოს ახალი ამბები
ფაშინიანმა შეტაკებაში დაღუპული სომეხი სამხედროების რაოდენობა დაასახელა
13:09 13.09.2022 (განახლებულია: 15:46 20.07.2023) თბილისი, 13 სექტემბერი − Sputnik. სომხურ მხარეს აზერბაიჯანთან საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შედეგად, რა დროსაც აზებაიჯანელმა სამხედროებმა სომხური პოზიციები დაცხრილეს, რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას.
„ამ მომენტისთვის სომხეთის თავდაცვის სამინისტროს 49 სამხედროს დაღუპვა აქვს დადასტურებული. მაგრამ ეს საბოლოო რიცხვი არ არის“, − აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, დაღუპულებთან დაკავშირებით ინფორმაცია დაზუსტებას მოითხოვს.
სამშაბათს, ღამით სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეები გამწვავების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის ტერიტორია არტილერიისა და დრონების გამოყენებით დაბომბეს. ამასთან საუბარია ტერიტორიებზე, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს ყარაბაღთან.
ბაქოში კი აცხადებენ, რომ საზღვარზე დისლოცირებულმა სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანული ჯარების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მათი მხრიდან საპასუხო მოქმედებები მოჰყვა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა.
ფაშინიანის თქმით, ამ დროისათვის სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობამ უკვე იკლო, შეტაკებები მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით გრძელდება.