კახეთში 53 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

© photo: Sputnik / Stringerრთველი
რთველი - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
კახეთის რეგიონში მოსავლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს, მევენახეებს ყურძნის რეალიზაციის პრობლემები არ შექმნიათ.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 4.200-მა მევენახემ ჩააბარა, 13 სექტემბრის მდგომარეობით, შემოსავალი 47 მილიონ ლარს აღწევს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, რეგიონში 53 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ განაცხადა, ყურძნის დღიური გადამუშავება 8-10 ათასი ტონის ფარგლებშია.

„რქაწითელის“ ჯიშის ხარისხიან ყურძენზე ფასმა (1 კგ) 1,10 ლარსაც მიაღწია. გადამუშავებული 23 ათასი ტონა „რქაწითელიდან“ 5,3 ათას ტონამდე ამ ჯიშის ყურძენში ღვინის კომპანიებმა 95 თეთრიდან 1,10 ლარამდე გადაიხადეს. ხოლო გადამუშავებული 23 ათას ტონამდე „საფერავიდან“ 15 ათას ტონაში კერძო კომპანიების მიერ გადახდილია 1,55 ლარიდან 1,75 ლარამდე", – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

სააგენტოს ინფორმაციით, რთველი აქტიურ ფაზაშია გურჯაანის, ყვარლის, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, ხოლო კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტები ყურძნის მოსავლის დაბინავების პროცესში ეტაპობრივად, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე ჩაერთვებიან.
რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 300-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში. 130-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი.
მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა წელსაც განხორციელდება.
რთვლის პერიოდში ღვინის საწარმოებში 150-მდე ახალგაზრდა დასაქმდება>>
საწარმო, რომელიც ფერმერისგან შეისყიდის 100 ტონამდე „რქაწითელის" ან „კახური მწვანეს" ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 90 თეთრს, მიიღებს სუბსიდიას 35 თეთრის ოდენობით.
სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე მევენახე-ფერმერი შეძლებს. წელს სახელმწიფოს ყურძნის სუბსიდირების პროგრამა დაახლოებით 150 მლნ ლარი დაუჯდება.
2022 წელს ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი რეკორდულია და 300 ათას ტონას შეადგენს.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0