https://sputnik-georgia.com/20220825/rtvelis-dros-150-axalgazrda-dasaqmdeba-269762423.html
რთვლის პერიოდში ღვინის საწარმოებში 150-მდე ახალგაზრდა დასაქმდება
რთვლის პერიოდში ღვინის საწარმოებში 150-მდე ახალგაზრდა დასაქმდება
Sputnik საქართველო
ოპერატორის პოზიციაზე დასასაქმებლად ახალგაზრდები კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გასაუბრების შედეგად შეირჩნენ. 25.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-25T16:22+0400
2022-08-25T16:22+0400
2022-08-25T21:07+0400
კახეთი
საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/12/249736993_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_b984aa601d3b9325e20a06f3f7265934.jpg
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. რთველის პერიოდში ღვინის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში მცხოვრებ 150 ახალგაზრდას ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმებს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დასაქმებული ახალგაზრდების ანაზღაურება თვეში 950 ლარამდე იქნება.ოპერატორის პოზიციაზე დასასაქმებლად ახალგაზრდები კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებული გასაუბრების შედეგად შეირჩნენ. შერჩეულ კანდიდატებს ტრენინგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა ჩაუტარეს რთველის საკოორდინაციო შტაბში.„დასაქმებული ახალგაზრდების ნაწილს ანალოგიური სამუშაო გამოცდილება გასული წლების რთველიდან უკვე აქვს“, – აღნიშნავენ უწყებაში.თელავში „რთველი 2022“-ის საკოორდინაციო შტაბი დღეიდან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს>>რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს. პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული და დაზუსტებული მონაცემების შეგროვებას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია.
კახეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/12/249736993_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_a28298d5aed0b35bbe56c45c8fb6b219.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კახეთი , საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველო, ახალი ამბები
კახეთი , საქართველოს სოფლის მეურნეობა, საქართველო, ახალი ამბები
რთვლის პერიოდში ღვინის საწარმოებში 150-მდე ახალგაზრდა დასაქმდება
16:22 25.08.2022 (განახლებულია: 21:07 25.08.2022) ოპერატორის პოზიციაზე დასასაქმებლად ახალგაზრდები კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გასაუბრების შედეგად შეირჩნენ.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. რთველის პერიოდში ღვინის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში მცხოვრებ 150 ახალგაზრდას ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმებს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დასაქმებული ახალგაზრდების ანაზღაურება თვეში 950 ლარამდე იქნება.
ოპერატორის პოზიციაზე დასასაქმებლად ახალგაზრდები კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებული გასაუბრების შედეგად შეირჩნენ. შერჩეულ კანდიდატებს ტრენინგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა ჩაუტარეს რთველის საკოორდინაციო შტაბში.
„დასაქმებული ახალგაზრდების ნაწილს ანალოგიური სამუშაო გამოცდილება გასული წლების რთველიდან უკვე აქვს“, – აღნიშნავენ უწყებაში.
რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს. პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული და დაზუსტებული მონაცემების შეგროვებას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია.