https://sputnik-georgia.com/20220913/fasinianmraribasviuls-daureka-raze-ilaparakes-premierebma-270391240.html
ფაშინიანმა ღარიბაშვილს დაურეკა: რაზე ილაპარაკეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა
ფაშინიანმა ღარიბაშვილს დაურეკა: რაზე ილაპარაკეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა დაადასტურა მზადყოფნა – რეგიონში მშვიდობისათვის აქტიური შუამავლის როლი შეასრულოს. 13.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-13T17:59+0400
2022-09-13T17:59+0400
2022-09-13T21:42+0400
პოლიტიკა
სომხეთი
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/13/269609639_42:282:1254:964_1920x0_80_0_0_8275c14c4ac198869d68c0df21604a14.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმედი აქვს, რომ სომხეთი-აზერბაიჯანის კონფლიქტი მშვიდობიანად, მოლაპარაკებების გზით გადაწყდება. ამის შესახებ მან სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი სომხეთის მხრის ინიციატივით შედგა. ფაშინიანმა ღარიბაშვილს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გამწვავებისა და დაპირისპირების შემდეგ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.საქართველოს პრემიერმა დაადასტურა, რომ მზადაა შეასრულოს აქტიური შუამავლის როლი, რათა რეგიონში მშვიდობა იყოს.„ჩვენი სატკივარია" - კობახიძე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე>>სამშაბათს, ღამით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეები გამწვავების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის ტერიტორია არტილერიისა და დრონების გამოყენებით დაბომბეს. ამასთან საუბარია ტერიტორიებზე, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ყარაბაღთან.ბაქოში კი აცხადებენ, რომ საზღვარზე დისლოცირებულმა სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანული ჯარების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მათი მხრიდან საპასუხო მოქმედებები მოჰყვა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა.ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
სომხეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/13/269609639_503:382:1280:964_1920x0_80_0_0_e6da5e745d1c0d6609ff2b3a2cc25731.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, სომხეთი, საქართველო, ახალი ამბები
პოლიტიკა, სომხეთი, საქართველო, ახალი ამბები
ფაშინიანმა ღარიბაშვილს დაურეკა: რაზე ილაპარაკეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა
17:59 13.09.2022 (განახლებულია: 21:42 13.09.2022) საქართველოს პრემიერმა დაადასტურა მზადყოფნა – რეგიონში მშვიდობისათვის აქტიური შუამავლის როლი შეასრულოს.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმედი აქვს, რომ სომხეთი-აზერბაიჯანის კონფლიქტი მშვიდობიანად, მოლაპარაკებების გზით გადაწყდება. ამის შესახებ მან სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი სომხეთის მხრის ინიციატივით შედგა. ფაშინიანმა ღარიბაშვილს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გამწვავებისა და დაპირისპირების შემდეგ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
საქართველოს პრემიერმა დაადასტურა, რომ მზადაა შეასრულოს აქტიური შუამავლის როლი, რათა რეგიონში მშვიდობა იყოს.
სამშაბათს, ღამით სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო. მხარეები გამწვავების დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის ტერიტორია არტილერიისა და დრონების გამოყენებით დაბომბეს. ამასთან საუბარია ტერიტორიებზე, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ყარაბაღთან.
ბაქოში კი აცხადებენ, რომ საზღვარზე დისლოცირებულმა სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანული ჯარების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მათი მხრიდან საპასუხო მოქმედებები მოჰყვა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთი სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა.