https://sputnik-georgia.com/20220912/saqartvelos-saxelmwifo-vali-mcirdeba-270358931.html
საქართველოს სახელმწიფო ვალი მცირდება - პრემიერი
საქართველოს სახელმწიფო ვალი მცირდება - პრემიერი
Sputnik საქართველო
სახელმწიფო ბიუჯეტის გადახედვა საჭირო გახდა მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე. 12.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-12T20:15+0400
2022-09-12T20:15+0400
2022-09-12T22:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259695123_0:0:3477:1955_1920x0_80_0_0_855530d968f1349e4e552202c0a2b685.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მოამზადებს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება საბიუჯეტო დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის შემცირებისკენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.პრემიერის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება. 2022 წლის ივლისში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 9,7% შეადგინა 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რეალური ზრდის შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 10,3%-ს შეადგენს.მისი თქმით, ამასთან ერთად ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა მშპ-ის 4,4%-დან შემცირდება 3,2%-მდე.„დეფიციტისა და ვალის შემცირების პარალელურად დამატებითი თანხები უნდა მივმართოთ ჩვენ, ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და, მეორე მხრივ, სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პოლიცია, ჯარი, ინფრასტრუქტურა, საწარმოების დაფინანსება, სოფლის მეურნეობა, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, სპორტი“, – განაცხადა პრემიერმა.როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობას ეკონომიკის ზრდის ტენდენციის შენარჩუნების იმედი აქვს. მან დასძინა, რომ ასეთი წარმატებული შედეგების მიღწევა სწორი, გონივრული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წყალობით მოხერხდა.2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი შემცირების შემდეგ 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის, ასევე ფულადი გზავნილებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259695123_414:0:3021:1955_1920x0_80_0_0_1615de07f18a94ad4164e8b94bcdf7da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სახელმწიფო ვალი მცირდება - პრემიერი
20:15 12.09.2022 (განახლებულია: 22:38 12.09.2022) სახელმწიფო ბიუჯეტის გადახედვა საჭირო გახდა მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე.
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა მოამზადებს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება საბიუჯეტო დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის შემცირებისკენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება. 2022 წლის ივლისში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 9,7% შეადგინა 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რეალური ზრდის შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 10,3%-ს შეადგენს.
„წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, წელს ჩვენ ვიღებთ ბიუჯეტით დაგეგმილზე 710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს. ასეთი ძლიერი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ის 40%-მდე, ნაცვლად 51%-ისა, რაც ასევე ძალიან კარგი მაჩვენებელია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ამასთან ერთად ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა მშპ-ის 4,4%-დან შემცირდება 3,2%-მდე.
„დეფიციტისა და ვალის შემცირების პარალელურად დამატებითი თანხები უნდა მივმართოთ ჩვენ, ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და, მეორე მხრივ, სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პოლიცია, ჯარი, ინფრასტრუქტურა, საწარმოების დაფინანსება, სოფლის მეურნეობა, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, სპორტი“, – განაცხადა პრემიერმა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობას ეკონომიკის ზრდის ტენდენციის შენარჩუნების იმედი აქვს. მან დასძინა, რომ ასეთი წარმატებული შედეგების მიღწევა სწორი, გონივრული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის წყალობით მოხერხდა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი შემცირების შემდეგ 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის, ასევე ფულადი გზავნილებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა.