https://sputnik-georgia.com/20220912/saqartvelos-mtavorbam-2022-wlis-ekonomikuri-zrdis-prognozs-gadaxeda-270352597.html
საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა
საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა
Sputnik საქართველო
2020 წელს ეკონომიკური ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს. 12.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-12T17:13+0400
2022-09-12T17:13+0400
2022-09-12T21:42+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/08/268340142_0:105:1024:682_1920x0_80_0_0_676a22b22684271153b0a129f2708bb3.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მშპ-ის ზრდის პროგნოზი, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპებიდან გამომდინარე, 6%-დან 8,5%-მდე გაიზარდა, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიით, 2022 წელს მშპ-ის ზრდა 6%-ის დონეზე იყო დაგეგმილი, ხოლო უახლოეს წლებში – საშუალოდ 5,5%-ით.მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2022 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,7% შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10,3% შეადგინა.პრემიერმა საქართველოში ეკონომიკურ ზრდას უპრეცედენტო უწოდა>>2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, საწარმოების ბრუნვის და ფულადი გადარიცხვების ზრდა.წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,4% შეადგინა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/08/268340142_159:135:888:682_1920x0_80_0_0_c481dd6efdc428e58858bbfce32c40d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობამ 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა
17:13 12.09.2022 (განახლებულია: 21:42 12.09.2022) 2020 წელს ეკონომიკური ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მშპ-ის ზრდის პროგნოზი, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპებიდან გამომდინარე, 6%-დან 8,5%-მდე გაიზარდა, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიით, 2022 წელს მშპ-ის ზრდა 6%-ის დონეზე იყო დაგეგმილი, ხოლო უახლოეს წლებში – საშუალოდ 5,5%-ით.
„რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 8,5% იქნება ნაცვლად 6%-ისა; ფაქტიური მაჩვენებლების გათვალისწინებით მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი შეადგენს 10,5%-ს; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი განსაზღვრულია 72,2 მლრდ ლარით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 6,5 ათას დოლარს აჭარბებს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2022 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9,7% შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი შვიდი თვის ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10,3% შეადგინა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, საწარმოების ბრუნვის და ფულადი გადარიცხვების ზრდა.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,4% შეადგინა.