https://sputnik-georgia.com/20220912/ramden-mgzavrs-moemsaxura-tbilisis-da-batumis-aeroportebi-agvistosi-270341348.html
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ თბილისისა და ბათუმის აეროპორტები აგვისტოში
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ თბილისისა და ბათუმის აეროპორტები აგვისტოში
Sputnik საქართველო
დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს 40-მდე ავიაკომპანია ასრულებს. 12.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-12T13:21+0400
2022-09-12T13:21+0400
2022-09-12T17:35+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24791/73/247917347_0:155:3000:1843_1920x0_80_0_0_75215b11add8a4c895972165f8deefc9.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის აგვისტოს მგზავრთნაკადის 92% აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.კერძოდ, მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 363.830 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის 92%-ია, ხოლო 2021 წლის აგვისტოს მონაცემებთან შედარებით 48%-იანი ზრდაა.რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ის აგვისტოში 103.625 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე თვის მონაცემებს 2%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 7%-ით აღემატება.ზაფხულის სეზონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს 40-მდე ავიაკომპანია ასრულებს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში – 21 ავიაკომპანია.TAV Georgia – თურქული TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო, ამჟამად მოქმედი კონტრაქტით თანამშრომლობა 2027 წლამდე გაგრძელდება.თბილისის აეროპორტის განვითარების ახალი გეგმა 20 წელზე იქნება გათვლილი>>საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი. დღეისათვის TAV Georgia-ში დასაქმებულია 1.300 თანამშრომელი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24791/73/247917347_168:0:2832:1998_1920x0_80_0_0_8715507fa7a77517b4a736fab455e2c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
რამდენ მგზავრს მოემსახურნენ თბილისისა და ბათუმის აეროპორტები აგვისტოში
13:21 12.09.2022 (განახლებულია: 17:35 12.09.2022) დღეისათვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს 40-მდე ავიაკომპანია ასრულებს.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის აგვისტოს მგზავრთნაკადის 92% აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.
კერძოდ, მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 363.830 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის 92%-ია, ხოლო 2021 წლის აგვისტოს მონაცემებთან შედარებით 48%-იანი ზრდაა.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ის აგვისტოში 103.625 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე თვის მონაცემებს 2%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 7%-ით აღემატება.
ზაფხულის სეზონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს 40-მდე ავიაკომპანია ასრულებს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში – 21 ავიაკომპანია.
TAV Georgia – თურქული TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო, ამჟამად მოქმედი კონტრაქტით თანამშრომლობა 2027 წლამდე გაგრძელდება.
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი. დღეისათვის TAV Georgia-ში დასაქმებულია 1.300 თანამშრომელი.