https://sputnik-georgia.com/20220911/sromiti-migraciis-sesaxeb-kanonsi-cvlilebebis-setana-igegmeba-270324831.html
„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანა იგეგმება
„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანა იგეგმება
Sputnik საქართველო
დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევების შემცირებას, მიაჩნიათ ჯანდაცვის სამინისტროში
2022-09-11T15:23+0400
2022-09-11T15:23+0400
2022-09-11T16:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:3241:1824_1920x0_80_0_0_801864c4b2be04d2b73196d2bc452d8b.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. კანონპროექტი, რომელიც შუამავალი კომპანიების საქმიანობის ლეგალიზაციას და საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ მონაცემების აღრიცხვის გაუმჯობესებას ითვალისწინებს, პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.უწყების ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ „შრომითი მიგრაციის კანონში“ განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.კანონპროექტის მიზანია შრომითი მიგრაციის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმის გაუმჯობესება და არსებული გამოწვევების გადაჭრისთვის შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.დოკუმენტის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), მიგრაციის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), სხვადასხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ae21384c51f0726cc80bb5cc2f69bd7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი ცვლილებები შეტანა პარლამენტი
შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი ცვლილებები შეტანა პარლამენტი
„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანა იგეგმება
15:23 11.09.2022 (განახლებულია: 16:11 11.09.2022) დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევების შემცირებას, მიაჩნიათ ჯანდაცვის სამინისტროში
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. კანონპროექტი, რომელიც შუამავალი კომპანიების საქმიანობის ლეგალიზაციას და საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ მონაცემების აღრიცხვის გაუმჯობესებას ითვალისწინებს, პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
უწყების ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ „შრომითი მიგრაციის კანონში“ განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
კანონპროექტის მიზანია შრომითი მიგრაციის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმის გაუმჯობესება და არსებული გამოწვევების გადაჭრისთვის შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
„დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს ლეგალურ შრომით მიგრაციას, არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევების შემცირებას, საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
დოკუმენტის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), მიგრაციის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), სხვადასხვა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.