დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 სექტემბერი

© Pixabay / WikiImagesვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 11 სექტემბერია, კვირა. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
დაივიწყეთ შაბლონები და ჩარჩოები და ნებისმიერ საკითხს შემოქმედებითად მოეკიდეთ. ამის წყალობით საქმეებს ძალიან იოლად გააკეთებთ. მაგრამ ეს მოდუნების საბაბი არ უნდა იყოს – ასეთი სიმსუბუქის კვალი ერთ–ორ დღეში გაქრება, ამიტომ კარგი იქნება, რომ დღე ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს დაუთმოთ. დღევანდელი რეცეპტი მარტივია: არ აჰყვეთ სიზარმაცეს, აპათიას და იმოქმედეთ – ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 სექტემბერი>>
ვერძი: დღეს ლიდერის უჩვეულო უნარებს იგრძნობთ და ეს საფუძველს მოკლებული ნამდვილად არ იქნება – განწყობილი ხართ, მიიღოთ გადაწყვეტილებები და საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა. ერთი მხრივ, ეს არაკეთილმოსურნეებისთვის კარგ სამიზნედ გაქცევთ, მაგრამ მეორე მხრივ, თუ თქვენი გადაწყვეტილებები კარგად აწონილ–დაწონილი იქნება, მოგეცემათ შანსი, რომ შესანიშნავი შედეგი აჩვენოთ.
მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2019
მამაკაცთა გულთამპყრობელი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: დღის განმავლობაში შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მხედველობიდან რაღაც გეპარებათ. შესაძლოა, რაღაც მოვლენის საქმის კურსში არ ხართ, ან არ გაქვთ სათანადო ინფორმაცია იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც შეეჭიდეთ. ამაში საშიში და საგანგაშო არაფერია. კარგი იქნება, თუ მოდუნდებით და ყურადღებას იმაზე გაამახვილებთ, რაც დანამდვილებით იცით, ანუ ჩვეულებრივ მიმდინარე საკითხებზე.
ტყუპი: დღე მთლიანობაში შესანიშნავად აეწყობა და თან თქვენი მხრიდან განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. ასეა – ცხოვრება მათემატიკა არ არის და არის ისეთი ფაქტორი, როგორიცაა „იღბალი“. გაქვთ შანსი, რომ ამაში დარწმუნდეთ. ფორტუნამ შეიძლება მწვერვალზე აგიყვანოთ და სასიამოვნო სიურპრიზი მოგართვათ. თქვენს არაკეთილმოსურნეებს კი იღბალი ზურგს შეაქცევს.
კირჩხიბი: მიმდინარე საქმეების გაკეთების ნაცვლად, აჯობებს, სიტუაციას მთლიანობაში შეხედოთ. იქნებ, ძალასა და დროს გართმევთ რუტინული სამუშაო? და სიტუაცია გმართავთ იმის მაგივრად, რომ თქვენ აიღოთ ხელში მართვის სადავეები. დაიხიეთ ცოტა უკან და შეხედეთ თქვენი „ცხოვრების ნახატს“ შორიდან – შესაძლოა, რაღაც მნიშვნელოცანი შტრიხის გავლებაა საჭირო.
ვარსკვლავი - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2018
ზოდიაქოს მამაკაცური და ქალური ნიშნები და მათი თავისებურებანი
ლომი: თქვენი კომუნიკაბელურობა და სხვების დარწმუნების ნიჭი დღეს სათანადო დონეზე იქნება. მშრალ ფაქტებსა და ციფრებს ისე ხატოვნად წარუდგენთ ადამიანებს, როგორც დამაინტრიგებელ დეტექტივს. ასე რომ, შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ გარშემომყოფების მხარდაჭერა მიიღოთ ან კარიერაში ნაბიჯი გადადგათ. თუ მოლაპარაკებების აუცილებლობაა დღეს, თქვენზე კარგ მომლაპარაკებელს ვერავინ იპოვის.
ქალწული: დღეს დაბრკოლებების მიუხედავად, მხოლოდ წინ უნდა იაროთ. ეს დაბრკოლება შეიძლება იყოს ვინმეს მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა, ღია დაპირისპირებაც კი, თქვენი თხოვნა გარშემომყოფებმა შეიძლება არც „შეისმინონ“, უარყონ და ბოიკოტი გამოუცხადონ თქვენს წინადადებას. თუმცა, თუ უკან არ დაიხევთ, საკუთარ მიზანს ადრე თუ გვიან მაინც მიაღწევთ. მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი თავის.
სასწორი: დაგეგმილი საქმეები რომ ნორმალურად შეასრულოთ, დღეს მძლავრი სტიმული დაგჭირდებათ. ამის გარეშე მთელი დღე შეიძლება უქნარობაში გაატაროთ. სტიმული კი შეიძლება გახდეს ნებისმიერ რამ: სასწრაფო, გადაუდებელი საქმე, ფულადი ჯილდო... ასევე ეს სტიმული ვინმეს განრისხების შიშმაც შეიძლება მოგცეთ – სწრაფად დაგიბრუნებთ მხნე განწყობას და მობილიზებას გაიძულებთ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნის წარმომადგენელი ქალები მამაკაცების გარეშე ვერ ძლებენ
მორიელი: დღეს ნამდვილად წაგადგებათ შრომითი თერაპია. თქვენი აქტიურობა და ენერგია სამწუხაროდ დაბალ დონეზეა, თუმცა, თუ სამუშაოს შეეჭიდებით, ეს მდგომარეობა მალე გამოსწორდება. ხართ პასიური, შეიძლება სიზარმაცემ შეგიპყროთ და თუ დინებას გაჰყვებით, დღე ფუჭად ჩაივლის. ხოლო თუ აიძულებთ თავს და იმუშავებთ, არ ინანებთ – დღე მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება.
მშვილდოსანი: მთელი დღის განმავლობაში დიდი სურვილი გექნებათ, რომ ღრუბლებში „იფარფატოთ“, მაგრამ რეალობა მიწაზე დაშვებას გაიძულებთ. თქვენგან საჭირო იქნება ცვალებადი გარემოსა და გარშემომყოფების რეაქციებისთვის თვალის დევნება. თუ აქტიურ რეჟიმში ჩაერთვებით, დღე ძალზე პროდუქტიულად ჩაივლის და თუ ვერ მოახერხებთ ამას, მაშინ მოსალოდნელია შეცდომები და ჩავარდნები საქმიანობაში.
თხის რქა: გაგიჭირდებათ ყურადღების მობილიზება, გონებაგაფანტულობა დაგჩემდებათ. შესაძლოა, თქვენი ფიქრები წვრილმან საზრუნავებზეა გადართული, ან დასვენება–გართობაზე. შედეგად დღის ბოლოს იმაზე ნაკლები საქმე გექნებათ გაკეთებული, ვიდრე ჩვეულებრივ აკეთებთ ხოლმე. ამასთან, რასაც გააკეთებთ, აუცილებლად უნდა გადაამოწმოთ, იმიტომ რომ არის შეცდომების დაშვების ალბათობა.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2018
მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება
მერწყული: დღევანდელი დღე მოლაპარაკებებს დაუთმეთ. თუ დაგეგმილი გაქვთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, ამის გაკეთება სწორედ დღესაა უპრიანი – ადვილი იქნება კომპრომისის მოძებნა. თუ თქვენი საქმიანობა არ უკავშირდება ხელმძღვანელობას, შუამავლობას, მუშაობას კლიენტებთან და ა.შ. მაშინ გარშემომყოფებთან პრობლემური ურთიერთობები მოაგვარეთ.
თევზები: დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნა არ ივარგებს – შეიძლება ვინმეს რჩევა ან დახმარება დაგჭირდეთ. შესაძლოა, იმდენად დაკავებული იყოთ, რომ რამე საქმის სხვისთვის დავალება მოგიწიოთ, ან ვინმეს რჩევა ჰკითხოთ. დღეს მხოლოდ სხვა ადამიანებზე, მათ პროფესიონალიზმზე, კავშირებზე დაყრდნობით შეძლებთ უშეცდომოდ საქმიანობას და ჩანაფიქრის შესრულებას.
ყველა ახალი ამბავი
0