თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი დუბაიში გასტროლებზე გაემგზავრა

© AP Photo / Kamran Jebreiliდუბაი
დუბაი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2022
გამოწერა
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი დუბაის ოპერის თეატრში შვიდ სპექტაკლს გამართავს.
9-11 სექტემბერს ქართული დასი დუბაიში წარადგენს სერგეი პროკოფიევის ბალეტს „რომეო და ჯულიეტა“. გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება ხუთი სპექტაკლის გამართვა. 13 და 14 სექტემბერს კი მაყურებელი ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატას“ იხილავს.
გასტროლებში მონაწილეობას მიიღებენ საოპერო და საბალეტო დასები, ასევე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი და გუნდი. ორკესტრს უდირიჟორებს მსოფლიოში ცნობილი დირიჟორი გავრიელ ჰაინე (აშშ).
„კარმინა ბურანა“: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი პრემიერისთვის ემზადება>>>
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 1851 წლის 12 აპრილს დაარსდა. 1874 წელს იქ ხანძარი გაჩნდა, რის გამოც შენობა მთლიანად განადგურდა. თეატრმა მუშაობა ახალ შენობაში 1896 წელს განაახლა. სეზონი გლინკას „ივან სუსანინით“ გაიხსნა.
1937 წელს თეატრს ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის სახელი ეწოდა. ამავე წელს თეატრი ლენინის ორდენით დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის დამფუძნებლებმა ნინო რამიშვილმა და ილიკი სუხიშვილმა საკუთარი მოღვაწეობა სწორედ ოპერის თეატრის საბალეტო დასში დაიწყეს.
ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი – საქართველოს უდიდესი მუსიკალური თეატრია. ის ყოველთვის იყო საქართველოს ეროვნული მუსიკალური კულტურის ცენტრი.
ყველა ახალი ამბავი
0