„კარმინა ბურანა“: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2022
გამოწერა
სპექტაკლის ბილეთები უკვე იყიდება თეატრის სალაროებსა და ონლაინ
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი ამზადებს ბალეტის პრემიერას „კარმინა ბურანა“ - წარმოდგენები 2022 წლის 28-30 ოქტომბერს გაიმართება, ნათქვამია თეატრის ვებგვერდზე.
„კარმინა ბურანა“ - ერთაქტიანი ბალეტია, რომელიც გერმანელი კომპოზიტორის, კარლ ორფის სცენიური კანტატის მიხედვით დაიდგა.
კაშკაშა და მრავალფეროვანი ფორმის ნაწარმოები ღრმა ფილოსოფიურ აზრის მატარებელია და თამამი რეჟისორული ინტერპრეტაციებისთვის ფართო ასპარეზს იძლევა.
© Courtesy of Tbilisi Opera and Ballet State Theatreაფიშა ბალეტისთვის „კარმინა ბურანა"
Афиша балета Кармина Бурана  - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2022
აფიშა ბალეტისთვის „კარმინა ბურანა"
დამდგმელი ქორეოგრაფი - ილია ჟივოი. სპექტაკლში მონაწილეობენ ფალიაშვილის თეატრის დასი, სოლისტები, ორკესტრი და გუნდი. კოსტიუმების მხატვარი - სონია ვართანიანი. განათება - კონსტანტინ ბიბკინი.
სპექტაკლზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება თეატრის სალაროებსა და ონლაინ.
ყველა ახალი ამბავი
0