https://sputnik-georgia.com/20220908/tbilissi-policieli-dawres-braldebuli-sazrvarze-daakaves-270261045.html
თბილისში პოლიციელი დაჭრეს: ბრალდებული საზღვარზე დააკავეს
თბილისში პოლიციელი დაჭრეს: ბრალდებული საზღვარზე დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
2022-09-08T21:40+0400
2022-09-08T21:40+0400
2022-09-08T22:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/17/250687603_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_387ea44c0788fc80f54c7bed9f67ba25.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. პოლიციელის დაჭრის ფაქტზე 42 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ბრალდებული ქვეყნის დატოვებას ცდილობდა, ის „სადახლოს“ გამშვებ პუნქტთან დააკავეს.გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა პოლიციის თანამშრომელი, 32 წლის მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.შსს-ს ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, იგი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.დაჭრილი ამჟამად მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.წყარო - შსს ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/17/250687603_275:0:2500:1669_1920x0_80_0_0_ef8c5c443560eb40ed1bafd22ba1acc2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი პოლიციელი დაჭრა ბრალდებული საზღვარი სადახლო დაკავება
თბილისი პოლიციელი დაჭრა ბრალდებული საზღვარი სადახლო დაკავება
თბილისში პოლიციელი დაჭრეს: ბრალდებული საზღვარზე დააკავეს
21:40 08.09.2022 (განახლებულია: 22:10 08.09.2022) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. პოლიციელის დაჭრის ფაქტზე 42 წლის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებული ქვეყნის დატოვებას ცდილობდა, ის „სადახლოს“ გამშვებ პუნქტთან დააკავეს.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა პოლიციის თანამშრომელი, 32 წლის მამაკაცი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს-ს ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, იგი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
დაჭრილი ამჟამად მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.