https://sputnik-georgia.com/20220908/saqartvelom-saqmiani-turizmis-porumshi-miigo-monawileoba-270219671.html
საქართველომ საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველომ საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
Sputnik საქართველო
საქმიანი ტურიზმის სფეროში ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ფორუმს 500-ზე მეტი მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. 08.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-08T13:27+0400
2022-09-08T13:27+0400
2022-09-08T19:29+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/71/248537158_0:162:3067:1887_1920x0_80_0_0_400aff45af97dbda9a6becf50ed4ef6c.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ პორტუგალიის ქალაქ პორტუში გამართულ ფორუმში m&i Europe Autumn 2022 მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქმიანი ტურიზმის სფეროში ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმს 500-ზე მეტი მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.ფორუმის ფარგლებში შეხვედრები შედგა 45-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან, ამ შეხვედრებზე M&I Europe Autumn 2022-ის მონაწილეებისათვის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ.მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოს ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება>>>ფორუმის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქმიანი ტურიზმის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ფინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/71/248537158_167:0:2898:2048_1920x0_80_0_0_b94a2527b3906c3907600ab8df4fbe08.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველომ საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
13:27 08.09.2022 (განახლებულია: 19:29 08.09.2022) საქმიანი ტურიზმის სფეროში ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ფორუმს 500-ზე მეტი მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
თბილისი, 8 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ პორტუგალიის ქალაქ პორტუში გამართულ ფორუმში m&i Europe Autumn 2022 მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქმიანი ტურიზმის სფეროში ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმს 500-ზე მეტი მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
ფორუმის ფარგლებში შეხვედრები შედგა 45-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან, ამ შეხვედრებზე M&I Europe Autumn 2022-ის მონაწილეებისათვის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გამართეს საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქმიანი ტურიზმის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ფინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.