რამდენი ქალი გახდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი - ბოლო მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2022
გამოწერა
ოჯახური ძალადობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია, რომლის მსხვერპლი უფრო ხშირად ქალები ხდებიან.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 609 ქალი გახდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებში.
სტატისტიკის თანახმად, მსხვერპლთა უმეტესობა (335) 25-დან 44 წლამდე პირები არიან. შემდეგ მოდიან 45-დან 60 წლამდე ქალები – 128 შემთხვევა. მოზარდებს შორის (14-დან 17 წლამდე) ოჯახური ძალადობის 13 ფაქტი დაფიქსირდა.
ოჯახური ძალადობის შემთხვევები გვხვდება საპენსიო ასაკის (61 წელს ზემოთ) ქალებთან მიმართებითაც – ივლისში 78 შემთხვევა დაფიქსირდა.
ყველაზე ხშირად ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან თბილისში, ასევე ქვემო ქართლსა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები ქალები. ძალადობის ყველაზე ნაკლები შემთხვევები ფიქსირდება გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში.
შსს-ს სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად ქალები ხდებიან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, შემდეგ მოდის ფიზიკური და ეკონომიკური ძალადობა.
2021 წელს ქვეყანაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა დაახლოებით 8,4 ათასი ადამიანი, საიდანაც 6,9 ათასი ქალია.
2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0