https://sputnik-georgia.com/20220907/saxalxo-damcveli-arceva-saqartvelos-parlamentma-reglamentsi-cvlilebebis-proeqti-miiro-270198320.html
სახალხო დამცველის არჩევა - საქართველოს პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებების პროექტი მიიღო
სახალხო დამცველის არჩევა - საქართველოს პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებების პროექტი მიიღო
Sputnik საქართველო
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება.
2022-09-07T22:25+0400
2022-09-07T22:25+0400
2022-09-07T22:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270139265_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_4d0e5d5b11192b0d40a43eae6481b006.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომელთა თანახმად ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცედურაში უშუალო მონაწილეობას სამოქალაქო სექტორი მიიღებს.ცვლილებებს მხარი დაუჭირა 88 დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, „ლელოდან“ და დამოუკიდებელ დეპუტატთა ნაწილმა.პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნება ცხრაკაციანი სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.პროექტის მიხედვით, კანდიდატებს სამუშაო ჯგუფი შეაფასებს, და მხოლოდ ამის შემდეგ წარედგინება ისინი პარლამენტს. წარდგენილ კანდიდატთა საერთო რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ შვიდი, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კანდიდატების მრავალფეროვნებას.მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მას მეორედ არჩევა არ შეუძლია. ახალი კანდიდატის შესარჩევად პარლამენტში მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ კი საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად 80 წარმომადგენელი ჰყავს.სახალხო დამცველი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დამცველ ფართო უფლებამოსილებების მქონე დამოუკიდებელ ინსტიტუტს.აპარატის წარმომადგენლებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ციხეებსა და სხვა დახურულ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში – პანსიონატებში, კლინიკებში და ა.შ.გარდა ამისა, სახალხო დამცველს უფლება აქვს, წარადგინოს რეკომენდაციები და შენიშვნები კანონპროექტებთან დაკავშირებით, მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამოთქვას აზრი „სასამართლოს მეგობრის“ სახით კონკრეტულ პროცესზე, მოითხოვოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა და სხვ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270139265_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_c79360b805a967dcaf2d24f1cdf94f83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სახალხო დამცველი არჩევა საქართველო პარლამენტი რეგლამენტი ცვლილებების პროექტი
სახალხო დამცველი არჩევა საქართველო პარლამენტი რეგლამენტი ცვლილებების პროექტი
სახალხო დამცველის არჩევა - საქართველოს პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებების პროექტი მიიღო
22:25 07.09.2022 (განახლებულია: 22:57 07.09.2022) მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო რეგლამენტში ცვლილებების პროექტი, რომელთა თანახმად ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცედურაში უშუალო მონაწილეობას სამოქალაქო სექტორი მიიღებს.
ცვლილებებს მხარი დაუჭირა 88 დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, „ლელოდან“ და დამოუკიდებელ დეპუტატთა ნაწილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიქმნება ცხრაკაციანი სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
პროექტის მიხედვით, კანდიდატებს სამუშაო ჯგუფი შეაფასებს, და მხოლოდ ამის შემდეგ წარედგინება ისინი პარლამენტს. წარდგენილ კანდიდატთა საერთო რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ შვიდი, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს კანდიდატების მრავალფეროვნებას.
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მას მეორედ არჩევა არ შეუძლია. ახალი კანდიდატის შესარჩევად პარლამენტში მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ კი საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად 80 წარმომადგენელი ჰყავს.
სახალხო დამცველი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დამცველ ფართო უფლებამოსილებების მქონე დამოუკიდებელ ინსტიტუტს.
აპარატის წარმომადგენლებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ციხეებსა და სხვა დახურულ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში – პანსიონატებში, კლინიკებში და ა.შ.
გარდა ამისა, სახალხო დამცველს უფლება აქვს, წარადგინოს რეკომენდაციები და შენიშვნები კანონპროექტებთან დაკავშირებით, მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამოთქვას აზრი „სასამართლოს მეგობრის“ სახით კონკრეტულ პროცესზე, მოითხოვოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა და სხვ.