საქართველოში დნმ-ის კოდის მონაცემთა ბანკი შეიქმნება

© Pixabay / geraltდნმ
დნმ - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2022
გამოწერა
დნმ-ის ერთიანი ბაზის შექმნაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13 მლნ ლარი დაიხარჯება.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს „დნმ-ის კოდისა და დაქტილოსკოპიური მონაცემების ერთიანი ბანკების შექმნის შესახებ“.

„საერთაშორისო პრაქტიკამ ცხადყო, რომ დნმ-ის კოდის და თითის ანაბეჭდის ნიმუშების დამუშავება გამოძიების თანამედროვე მეთოდებს შორის ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტია. დნმ-ის კოდის/თითის ანაბეჭდის მონაცემთა ბაზის გამოყენებით დგინდება დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა, ასევე შესაძლებელია უდანაშაულო პირების განსაზღვრა“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორების თქმით, ამ გზით საგამოძიებო ორგანოების შესაძლებლობები გაძლიერდება.
დნმ-ის ერთიანი ბაზის შექმნაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13 მლნ ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, დაქტილოსკოპიური მონაცემების ერთიანი ბანკის შექმნა დაფინანსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0