მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უარესი წინ გველოდება: გერმანული ენერგოგიგანტი რუსული გაზის გადაკეტვას ელოდება

© AP Photo / Bela Szandelszky
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2022
გამოწერა
თბილისი, 7 სექტემბერი − Sputnik. ევროპას უარესი ჯერ კიდევ წინ ელოდება, ვინაიდან შემოდგომასა და ზამთარში რუსული გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული შიშები ფასებს ზრდისკენ უბიძგებს, აცხადებს გერმანული ენერგეტიკული გიგანტის, კომპანია Uniper-ის ხელმძღვანელი კლაუს-დიტერ მაუბახი.

„ამის შესახებ წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვთქვი. <...> გაიგეთ, უარესი წინ გველოდება. რასაც ახლა საბითუმო ბაზარზე ვხედავთ, ეს ისაა, რომ ფასები ოცჯერ ძვირია იმაზე, რასაც ორი წლის წინ ვხედავდით − 20-ჯერ! აი, რატომ ვფიქრობ, რომ ნამდვილად ღია დისკუსია უნდა ჩავატაროთ, რათა თითოეულმა აიღოს პასუხისმგებლობა ამ სიტუაციის გამოსწორებაზე“, − განაცხადა მაუბახმა.

რუსულმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია „გაზპრომმა“ გასულ პარასკევს განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ით ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება და განმარტა, რომ მილსადენი ტურბინაში ზეთის გაჟონვის გამო ჩაკეტეს. კომპანიაში აღნიშნეს, რომ ტურბინის შეკეთებას სამი დღე დასჭირდებოდა, რის შემდეგაც გაზის გაშვება აღდგებოდა. თუმცა მოგვიანებით განაცხადეს, რომ ანტირუსული სანქციები ხელს უშლის სარემონტო სამუშაოების ჩატარებას.
Uniper-მა, რომელიც გერმანიაში გაზის უმსხვილესი იმპორტიორია, დიდი ზარალი ნახა მიწოდების მნიშვნელოვანი შემცირების გამო, რასაც ფასების მკვეთრი ზრდა მოჰყვა. ევროპაში ათასი კუბომეტრი გაზის ღირებულებამ 3.500 დოლარს მიაღწია.
წყარო: CNBC
ყველა ახალი ამბავი
0