https://sputnik-georgia.com/20220907/evrokomisia-rusuli-gazis-zrvruli-fasi-270190454.html
ხუთი განსხვავებული ზომა: ევროკომისია რუსული გაზის ზღვრულ ფასზე პარასკევს იმსჯელებს
ხუთი განსხვავებული ზომა: ევროკომისია რუსული გაზის ზღვრულ ფასზე პარასკევს იმსჯელებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 სექტემბერი − Sputnik. ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებთან პარასკევს იმსჯელებს რუსული გაზის იმპორტზე საფასო ლიმიტის დაწესებისა და პიკის საათებში... 07.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-07T17:43+0400
2022-09-07T17:43+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
ევროკომისია
ევროკავშირი
ეკონომიკა
პოლიტიკა
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264624137_541:438:3403:2048_1920x0_80_0_0_cc9c8f8353e09620563d7ec45a70f6d2.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი − Sputnik. ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებთან პარასკევს იმსჯელებს რუსული გაზის იმპორტზე საფასო ლიმიტის დაწესებისა და პიკის საათებში ელექტროენერგიის მოხმარების სავალდებულო შემცირების თაობაზე, განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე.მისი თქმით, ევროკომისიას ხუთი სხვადასხვა ღონისძიების წინადადება აქვს ელექტროენერგიის ბაზარზე სიტუაციის ნორმალიზებისთვის, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე ზედა ზღვრული ფასის დაწესებაა.გარდა ამისა, ევროკომისია გეგმავს შესთავაზოს ევროკავშირს შემოსავლების ლიმიტის დაწესება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ელექტროენერგიას დაბალი დანახარჯებით აწარმოებენ და ამ დროს დიდ შემოსავალს იღებენ ბაზარზე მისი გაზრდილი ფასის გამო. ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკომისიის წინადადებაა, რომ ეს „მოულოდნელი მოგება“ წევრ ქვეყნებზე გადამისამართდეს, რათა მათ ამ ფულით მოწყვლადი მომხმარებლებისა და ბიზნესის მხარდაჭერა შეძლონ.გარდა ამისა, ევროკომისრის თქმით, უზარმაზარი მოგება ნახეს ნავთობ-გაზის კომპანიებმაც, ამიტომ ევროკომისია აპირებს, მათაც შესთავაზოს საერთო საქმეში სოლიდარობის წვლილის შეტანა.ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრთა რიგგარეშე სხდომა 9 სექტემბერსაა დაგეგმილი.
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/15/264624137_1133:433:3287:2048_1920x0_80_0_0_ff72daabdf63c28cfcea0a707c311821.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროკომისია, ევროკავშირი , ეკონომიკა, პოლიტიკა, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ევროკომისია, ევროკავშირი , ეკონომიკა, პოლიტიკა, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 7 სექტემბერი − Sputnik. ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებთან პარასკევს იმსჯელებს რუსული გაზის იმპორტზე საფასო ლიმიტის დაწესებისა და პიკის საათებში ელექტროენერგიის მოხმარების სავალდებულო შემცირების თაობაზე, განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ევროკომისიას ხუთი სხვადასხვა ღონისძიების წინადადება აქვს ელექტროენერგიის ბაზარზე სიტუაციის ნორმალიზებისთვის, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე ზედა ზღვრული ფასის დაწესებაა.
გარდა ამისა, ევროკომისია გეგმავს შესთავაზოს ევროკავშირს შემოსავლების ლიმიტის დაწესება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ელექტროენერგიას დაბალი დანახარჯებით აწარმოებენ და ამ დროს დიდ შემოსავალს იღებენ ბაზარზე მისი გაზრდილი ფასის გამო.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკომისიის წინადადებაა, რომ ეს „მოულოდნელი მოგება“ წევრ ქვეყნებზე გადამისამართდეს, რათა მათ ამ ფულით მოწყვლადი მომხმარებლებისა და ბიზნესის მხარდაჭერა შეძლონ.
გარდა ამისა, ევროკომისრის თქმით, უზარმაზარი მოგება ნახეს ნავთობ-გაზის კომპანიებმაც, ამიტომ ევროკომისია აპირებს, მათაც შესთავაზოს საერთო საქმეში სოლიდარობის წვლილის შეტანა.
ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრთა რიგგარეშე სხდომა 9 სექტემბერსაა დაგეგმილი.