დანიის ელჩი თბილისშია - საელჩო უახლოეს დღეებში გაიხსნება

© photo: Sputnik / Stringerთბილისი, ვაკე
თბილისი, ვაკე - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2022
გამოწერა
დანიის სამეფოს საელჩო მოემსახურება როგორც საქართველოს, ისე სომხეთს
თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი უკვე თბილისშია - საელჩო უახლოეს დღეებში გაიხსნება, დაწერა მან სოციალურ ქსელში.
„რას აკეთებს ელჩი საელჩოს გარეშე თანამდებობაზე ყოფნის მეორე დღეს? იღებს SIM-ბარათებს, ქირაობს ავტომობილს, საელჩოს ადგილმდებარეობას არკვევს, IT-აღჭურვილობის შეკვეთას აკეთებს“, - დაწერა ელჩმა.
დანიის სამეფოს საელჩო მოემსახურება როგორც საქართველოს, ისე სომხეთს.
ინფორმაცია თბილისში დანიის საელჩოს გახსნის შესახებ გავრცელდა მაისში, როდესაც საქართველოს და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრების, ილია დარჩიაშვილის და იეპე კოფოდის შეხვედრა შედგა.
საქართველოსა და დანიას შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დამყარდა. დანიაში საქართველოს საელჩო 2006 წელს გაიხსნა. ქვეყნები თანამშრომლობენ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, ასევე ტურიზმისა და კულტურის სფეროებში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0