Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მილიონერი ანი ფხაკაძე გათხოვდა - ფოტოები

© courtesy of Ani Pkhakadzeანი ფხაკაძე
ანი ფხაკაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2022
გამოწერა
ქართველი მილიონერის ქალიშვილი ძირითადად ლონდონში ცხოვრობს, თუმცა რამდენიმე კვირაა ნიუ-იორკში დაიდო ბინა. სასურველი სარძლო ბევრს მოგზაურობს და სოციალურ ქსელშიც აქტიურობს.
კომპანია „ვისოლის“ მეწილის ლევან ფხაკაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, 27 წლის ანი ფხაკაძეს საზოგადოება უკვე წლებია იცნობს. ანი სოციალურ ქსელში აქტიურია და სხვადასხვა ქვეყნიდან ზღაპრულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.
გასული წლის ნოემბერში ანი ფხაკაძემ დომინიკის რესპუბლიკაში, კურორტ პუნტა კანაში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ანი იქ შეყვარებულთან ერთად იმყოფებოდა, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მან ქორწინებაზე თანხმობა განაცხადა. ერთ-ერთ ფოტოზე ანის ნიშნობის ბეჭედია, რომელსაც გულის ფორმა აქვს და, სავარაუდოდ, მისი ფასი 50.000 დოლარზე მეტია.
ანი ფხაკაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
ყვითელი ამბები
მილიონერი ანი ფხაკაძე დაინიშნა: უძვირფასესი ბრილიანტის ბეჭედი და ზღაპრული გარემო – ფოტოები
უმშვენიერესი გოგონა წლის განმავლობაში დიდ დროს უცხოეთში ატარებს. ის პერიოდულად საქართველოსაც სტუმრობს. ფხაკაძე ძირითადად შეყვარებულთან ერთად მოგზაურობს და ფერადი, ლამაზი ფოტოებით ხელმომწერებსაც ანებივრებს. ანამ მენეჯმენტი Glion Institute of Higher Education-ში შეისწავლა, ბიზნესი და მარკეტინგი — ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, Bentley University-ც დაამთავრდა და ბარსელონის უნივერსიტეტიც.
ლე­ვან ფხა­კა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა მუდ­მი­ვად სა­ინ­ტე­რე­სოა. რაც წამოი­ზარ­და, პრე­სას დი­დად აღარ სწყა­ლობს. სხვათა შორის, ანის დედა თეა დარსაძე ასევე ცნობილია სილამაზით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0