Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მილიონერი ანი ფხაკაძე დაინიშნა: უძვირფასესი ბრილიანტის ბეჭედი და ზღაპრული გარემო – ფოტოები

© Facebook / Ani Pkhakadzeანი ფხაკაძე
ანი ფხაკაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
გამოწერა
ქართველი მილიონერის ქალიშვილი ძირითადად ლონდონში ცხოვრობს, თუმცა რამდენიმე კვირაა ნიუ-იორკში დაიდო ბინა. სასურველი სარძლო ბევრს მოგზაურობს და სოციალურ ქსელშიც აქტიურობს.
კომპანია „ვისოლის“ მეწილის ლევან ფხაკაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, 27 წლის ანი ფხაკაძეს საზოგადოება უკვე წლებია იცნობს. ანი სოციალურ ქსელში აქტიურია და სხვადასხვა ქვეყნიდან ზღაპრულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.
რამდენიმე დღის წინ ანი ფხაკაძემ დომინიკის რესპუბლიკაში, კურორტ პუნტა კანაში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. ანი იქ შეყვარებულთან ერთად იმყოფებოდა, მოგვიანებით კი „ინსტაგრამზე“ ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მან ქორწინებაზე თანხმობა განაცხადა. ერთ-ერთ ფოტოზე ანის ნიშნობის ბეჭედია, რომელსაც გულის ფორმა აქვს და, სავარაუდოდ, მისი ფასი 50.000 დოლარზე მეტია.
უმშვენიერესი გოგონა წლის განმავლობაში დიდ დროს უცხოეთში ატარებს. ის პერიოდულად საქართველოსაც სტუმრობს. ფხაკაძე ძირითადად შეყვარებულთან ერთად მოგზაურობს და ფერადი, ლამაზი ფოტოებით ხელმომწერებსაც ანებივრებს.
ანამ მენეჯმენტი Glion Institute of Higher Education-ში შეისწავლა, ბიზნესი და მარკეტინგი — ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, Bentley University-ც დაამთავრდა და ბარსელონის უნივერსიტეტიც.
ძა­ლი­ან უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა. ანი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი, მო­დუ­რი გო­გო­ნაა „ინ­სტაგ­რამ­ზე“. მას 40 ათას­ზე მეტი ხელ­მომ­წე­რი ჰყავს და მუდ­მი­ვად აქვეყნებს მოგ­ზა­უ­რო­ბის ამ­სახ­ველ და მო­დურ ფო­ტო­ებს.
ლე­ვან ფხა­კა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა მუდ­მი­ვად სა­ინ­ტე­რე­სოა. რაც წამოი­ზარ­და, პრე­სას დი­დად აღარ სწყა­ლობს. სხვათა შორის, ანის დედა თეა დარსაძე ასევე ცნობილია სილამაზით.
ცოტა ხნის წინ ანიმ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ ბავშვობის მეგობართან ერთად კოსმეტიკური ხაზი დააარსა, რომელიც ჯერჯერობით ამერიკაში გაიყიდება. ალბათ სწორედ ამ ბიზნესს უკავშირდება ანის გადასვლა ნიუ-იორკში.
ყველა ახალი ამბავი
0