https://sputnik-georgia.com/20220906/saqartvelos-parlamentma-prezidentis-veto-dazlia-270161456.html
საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
Sputnik საქართველო
კანონპროექტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას ითვალისწინებს.
2022-09-06T22:38+0400
2022-09-06T22:38+0400
2022-09-06T22:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250775561_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_3f15c8fa35fac53b05be15cec6b7d9b6.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია და ფარული თვალთვალის შესახებ კანონპროექტი 79 ხმით მიიღო. წინააღმდეგი 27 დეპუტატი იყო.საქართველოში ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტმა სკანდალი გამოიწვია. სახელმწიფოს მეთაურმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის მანძილზე პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და პროექტი პარლამენტს დაუბრუნა.მისი თქმით, პარლამენტი აპირებს კანონის მიღებას, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.თავდაპირველად პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრაზე გაიტანეს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რასაც მხარი დაუჭირა მხოლოდ 20-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 68 დეპუტატი.იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არც კომიტეტის სხდომაზე და არც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე არ ყოფილა წარდგენილი.მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.კანონპროექტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას ითვალისწინებს. „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ პროექტი სრულად შეესაბამება დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.დავადე ვეტო და არ ვნანობ - პრეზიდენტი მოსმენების კანონის შესახებ >>ვენეციის კომისიამ აგვისტოს ბოლოს წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და ის უფრო დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს.ვენეციის კომისიამ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმს „არაადეკვატური“ უწოდა და აღნიშნა, რომ საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების „ყოვლისმომცველი გადახედვა“.ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, რაიმე კანონპროექტზე გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ჩატარდეს ფორმალური კონსულტაციები შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.გარდა ამისა, კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა კანონპროექტის მიღებისა და, მათ შორის, ფარული თვალთვალის ვადის გახანგრძლივების აუცილებლობის დასაბუთება, ასევე მთელი სისტემის სრული გადახედვა და საქართველოში ფარული თვალთვალის სრულიად ახალი წესების მიღება.კანონპროექტზე ვენეციის კომისიის სრული დასკვნა 22 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250775561_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_b0dd925e9238a565f416f5cf2a9aa22e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო პარლამენტი პრეზიდენტი ვეტო დაძლევა
საქართველო პარლამენტი პრეზიდენტი ვეტო დაძლევა
საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია
22:38 06.09.2022 (განახლებულია: 22:39 06.09.2022) კანონპროექტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას ითვალისწინებს.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია და ფარული თვალთვალის შესახებ კანონპროექტი 79 ხმით მიიღო. წინააღმდეგი 27 დეპუტატი იყო.
საქართველოში ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტმა სკანდალი გამოიწვია. სახელმწიფოს მეთაურმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის მანძილზე პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და პროექტი პარლამენტს დაუბრუნა.
„სამწუხაროა, რომ მაშინ, როდესაც 12-პუნქტიანი რეკომენდაციების გაცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრი პირველად იმყოფება ბრიუსელში და აწარმოებს მოლაპარაკებებს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე, იმავე დროს პარლამენტი აპირებს დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.
მისი თქმით, პარლამენტი აპირებს კანონის მიღებას, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.
თავდაპირველად პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრაზე გაიტანეს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, რასაც მხარი დაუჭირა მხოლოდ 20-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 68 დეპუტატი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არც კომიტეტის სხდომაზე და არც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე არ ყოფილა წარდგენილი.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
„პრეზიდენტს შეუძლია, გამოიყენოს ვეტოს უფლება, თუმცა ეს არ არის ლიტონი სიტყვები. კანონმდებლობა ავალდებულებს პრეზიდენტს, რომ პარლამენტს წარუდგინოს მოტივირებული შენიშვნები. კონსტიტუციურ სამართალში ეს აღიარებული აქსიომაა, რომ ამ შემთხვევაში აქ ხდება არა მხოლოდ ფარატინა ქაღალდის გამოგზავნა პარლამენტში, არამედ, საუბარია მოტივირებულ შენიშვნებზე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კანონპროექტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას ითვალისწინებს. „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ პროექტი სრულად შეესაბამება დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
ვენეციის კომისიამ აგვისტოს ბოლოს წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და ის უფრო დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს.
ვენეციის კომისიამ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმს „არაადეკვატური“ უწოდა და აღნიშნა, რომ საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების „ყოვლისმომცველი გადახედვა“.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, რაიმე კანონპროექტზე გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ჩატარდეს ფორმალური კონსულტაციები შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
გარდა ამისა, კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა კანონპროექტის მიღებისა და, მათ შორის, ფარული თვალთვალის ვადის გახანგრძლივების აუცილებლობის დასაბუთება, ასევე მთელი სისტემის სრული გადახედვა და საქართველოში ფარული თვალთვალის სრულიად ახალი წესების მიღება.
კანონპროექტზე ვენეციის კომისიის სრული დასკვნა 22 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი.