https://sputnik-georgia.com/20220902/davade-veto-da-ar-vnanob-prezidenti-mosmenebis-kanonis-sesaxeb-269992008.html
დავადე ვეტო და არ ვნანობ - პრეზიდენტი მოსმენების კანონის შესახებ
დავადე ვეტო და არ ვნანობ - პრეზიდენტი მოსმენების კანონის შესახებ
Sputnik საქართველო
არის მომენტები, როდესაც „ვეტოს უფლება ატარებს მაღალ პოლიტიკურ ნიშანს“, განაცხადა პრეზიდენტმა 02.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-02T00:10+0400
2022-09-02T00:10+0400
2022-09-02T00:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261324843_0:57:1400:846_1920x0_80_0_0_1271211667f7ea2d946c52961cb9e485.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადო ვეტო კანონპროექტს ფარული თვალთვალის, მათ შორის სატელეფონო საუბრების მოსმენების შესახებ, რადგან ცვლილებები მიღებულია ნაჩქარევად და ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე.სახელმწიფო მეთაურმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის მანძილზე პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და პროექტი პარლამენტს დაუბრუნა. „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ პროექტი სრულად შეესაბამება დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.პრეზიდენტის თქმით, ის ყოველთვის ფრთხილად ეკიდებოდა ვეტოს საკითხს, მაგრამ არის მომენტები, როდესაც „ვეტოს უფლება ატარებს მაღალ პოლიტიკურ ნიშანს“.პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ჯერ კიდევ რჩება ისეთ ქვეყანად, სადაც მნიშვნელოვანი საუბრის წინ ადამიანები ფიქრობენ იმაზე, იქონიონ თუ არა საუბრის დროს ტელეფონი.ვენეციის კომისიამ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმს „არაადეკვატური“ უწოდა და აღნიშნა, რომ საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების „ყოვლისმომცველი გადახედვა“.ზურაბიშვილის თქმით, ის მოხარულია, რომ ვენეციის კომისიამ ვეტოს საფუძვლები გაიზიარა.ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, რაიმე კანონპროექტზე გადაწყვეტილების მიღებამდე, უნდა ჩატარდეს ფორმალური კონსულტაციები შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.გარდა ამისა, კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა კანონპროექტის მიღებისა და, მათ შორის, ფარული თვალთვალის ვადის გახანგრძლივების აუცილებლობის დასაბუთება, ასევე მთელი სისტემის სრული გადახედვა და საქართველოში ფარული თვალთვალის სრულიად ახალი წესების მიღება.კანონპროექტზე ვენეციის კომისიის სრული დასკვნა 22 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261324843_133:50:1287:915_1920x0_80_0_0_893364a199cb50640762c051d164b675.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი
დავადე ვეტო და არ ვნანობ - პრეზიდენტი მოსმენების კანონის შესახებ
არის მომენტები, როდესაც „ვეტოს უფლება ატარებს მაღალ პოლიტიკურ ნიშანს“, განაცხადა პრეზიდენტმა
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაადო ვეტო კანონპროექტს ფარული თვალთვალის, მათ შორის სატელეფონო საუბრების მოსმენების შესახებ, რადგან ცვლილებები მიღებულია ნაჩქარევად და ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე.
სახელმწიფო მეთაურმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის მანძილზე პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და პროექტი პარლამენტს დაუბრუნა. „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ პროექტი სრულად შეესაბამება დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
„ვეტოთი სწორედ ამისი თქმა მინდოდა, რომ შეიძლება, იყოს რაღაც მოცემულობა, რომელიც საჭიროებს კონკრეტული ფორმით რომელიმე უფლების გაფართოებას, მაგრამ იმ ფორმით, რომლითაც მიღებული იყო ეს ცვლილებები – დაუსაბუთებელი, აჩქარებული წესით, არაინკლუზიური კონსულტაციებით, არავინ არ იქნა ჩართული კონსულტაციებში, ეს ყველაფერი აჩენს ახალ ეჭვს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვისას.
პრეზიდენტის თქმით, ის ყოველთვის ფრთხილად ეკიდებოდა ვეტოს საკითხს, მაგრამ არის მომენტები, როდესაც „ვეტოს უფლება ატარებს მაღალ პოლიტიკურ ნიშანს“.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ჯერ კიდევ რჩება ისეთ ქვეყანად, სადაც მნიშვნელოვანი საუბრის წინ ადამიანები ფიქრობენ იმაზე, იქონიონ თუ არა საუბრის დროს ტელეფონი.
„შემდეგ ვძლევთ ამას და ვამბობთ, რომ ჯანდაბას, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ, რასაც უნდათ. ეს კიდევ არის და ეს არ არის ევროპული ცხოვრება. ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცულობა. ეს არის სხვა სისტემა და ჩვენ ამ სისტემიდან უნდა გამოვიდეთ“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
ვენეციის კომისიამ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმს „არაადეკვატური“ უწოდა და აღნიშნა, რომ საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების „ყოვლისმომცველი გადახედვა“.
ზურაბიშვილის თქმით, ის მოხარულია, რომ ვენეციის კომისიამ ვეტოს საფუძვლები გაიზიარა.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, რაიმე კანონპროექტზე გადაწყვეტილების მიღებამდე, უნდა ჩატარდეს ფორმალური კონსულტაციები შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
გარდა ამისა, კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა კანონპროექტის მიღებისა და, მათ შორის, ფარული თვალთვალის ვადის გახანგრძლივების აუცილებლობის დასაბუთება, ასევე მთელი სისტემის სრული გადახედვა და საქართველოში ფარული თვალთვალის სრულიად ახალი წესების მიღება.
კანონპროექტზე ვენეციის კომისიის სრული დასკვნა 22 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი.