https://sputnik-georgia.com/20220906/parlamenti-evrozonis-sagadasaxado-sistemastan-miertebis-sakitxs-ganixilavs-270120933.html
პარლამენტი ევროზონის საგადასახადო სისტემასთან მიერთების საკითხს დაჩქარებულად განიხილავს
პარლამენტი ევროზონის საგადასახადო სისტემასთან მიერთების საკითხს დაჩქარებულად განიხილავს
Sputnik საქართველო
საქართველო SEPA-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოფიციალური განაცხადის გაკეთებას უახლოეს მომავალში გეგმავს. 06.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-06T10:22+0400
2022-09-06T10:22+0400
2022-09-06T14:32+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23227/41/232274146_0:160:3077:1890_1920x0_80_0_0_264d5b432bb3ac9774bdfafc01489a6e.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს ევროზონის ერთიან საგადასახადო სისტემასთან (SEPA) მიერთების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური.Single Euro Payment Area (SEPA) - არის ევროზონის ერთიანი საგადასახადო სისტემა, სადაც მთლიანად გაუქმებულია სხვაობა სხვადასხვა ქვეყნის შიდა და საერთაშორისო გადახდებს შორის ევროებში და ეს გადახდები ერთიან „საშინაო“ ბაზარზე ხორციელდება.პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ამ კვირაში საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტში წარადგინა კანონპროექტების პაკეტი:„საკანონმდებლო პაკეტების შემუშავება და მისი დაჩქარებული წესით განხილვა განპირობებულია ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმების და ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულების აუცილებლობით“, – ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.საქართველო ევროგადახდების სივრცეში გაერთიანებას გეგმავს>>>პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს SEPA-სთან მიერთება სარგებელს ბევრი მიმართულებით მოიტანს.„კერძოდ, მეტ სანდოობას შესძენს საქართველოს საბანკო სექტორს საერთაშორისო არენაზე, გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობებს, გამარტივებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.საქართველო SEPA-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოფიციალური განაცხადის გაკეთებას უახლოეს მომავალში გეგმავს. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ეკუთვნის ეროვნულ ბანკს, რომელმაც ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე უნდა მოამზადოს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23227/41/232274146_172:0:2903:2048_1920x0_80_0_0_6fb77c4f89557e55a47c38d2fa77c5a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
პარლამენტი ევროზონის საგადასახადო სისტემასთან მიერთების საკითხს დაჩქარებულად განიხილავს
10:22 06.09.2022 (განახლებულია: 14:32 06.09.2022) საქართველო SEPA-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოფიციალური განაცხადის გაკეთებას უახლოეს მომავალში გეგმავს.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს ევროზონის ერთიან საგადასახადო სისტემასთან (SEPA) მიერთების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური.
Single Euro Payment Area (SEPA) - არის ევროზონის ერთიანი საგადასახადო სისტემა, სადაც მთლიანად გაუქმებულია სხვაობა სხვადასხვა ქვეყნის შიდა და საერთაშორისო გადახდებს შორის ევროებში და ეს გადახდები ერთიან „საშინაო“ ბაზარზე ხორციელდება.
პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ამ კვირაში საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტში წარადგინა კანონპროექტების პაკეტი:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“;
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“;
„საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
„საკანონმდებლო პაკეტების შემუშავება და მისი დაჩქარებული წესით განხილვა განპირობებულია ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმების და ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად შესრულების აუცილებლობით“, – ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს SEPA-სთან მიერთება სარგებელს ბევრი მიმართულებით მოიტანს.
„კერძოდ, მეტ სანდოობას შესძენს საქართველოს საბანკო სექტორს საერთაშორისო არენაზე, გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობებს, გამარტივებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველო SEPA-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოფიციალური განაცხადის გაკეთებას უახლოეს მომავალში გეგმავს. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ეკუთვნის ეროვნულ ბანკს, რომელმაც ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე უნდა მოამზადოს.