საქართველო ევროგადახდების სივრცეში გაერთიანებას გეგმავს

© photo: Sputnik / Mikhail Kutuzov / გადასვლა მედიაბანკშიევროს კუპიურები
ევროს კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
გამოწერა
საქართველოს ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებით როგორც ქართული ბანკები, ასევე საგადახდო კომპანიები ევროპული სივრცის ნაწილი გახდებიან.
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. საქართველო ემზადება ერთიან ევროგადახდების სივრცეში გასაწევრიანებლად, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
Single Euro Payment Area (SEPA) - არის ევროზონის ერთიანი საგადასახადო სისტემა, სადაც მთლიანად გაუქმებულია სხვაობა სხვადასხვა ქვეყნის შიდა და საერთაშორისო გადახდებს შორის ევროებში და ეს გადახდები ერთიან „საშინაო“ ბაზარზე ხორციელდება.

„ესაა ევროკავშირის და ევროზონის ქვეყნებში საგადასახადო მომსახურების და პროვაიდერების ჰარმონიზების ჩარჩო, რომლის წევრია ევროკავშირის 27 ქვეყანა, ასევე დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ირლანდია და ლიხტენშტეინი. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, პროცესში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული ბანკი, ეკონომიკის სამინისტრო, სხვადასხვა სამთავრობო უწყებები.
მთავრობის სხდომის შემდეგ პარლამენტს გადაეგზავნა სამი კანონპროექტი, რომლებიც საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს და შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში ასახოს.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ახალ საგადასახადო სივრცეში გაწევრიანების შემდეგ ევროკავშირში გადარიცხვებისთვის არ იქნება საჭირო კორესპონდენტი ბანკები და სხვა შუამავლები.
„ჩვენ ვიქნებით ერთიანი სისტემის ნაწილი, ისევე, როგორც შიდა გადარიცხვებია დღეს ქართულ საკანონმდებლო სივრცეში მარტივი, ასევე იქნება ევროზონაში“, – აღნიშნა ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, ქართული საფინანსო ორგანიზაციები ფაქტობრივად ევროპული საგადასახადო სისტემის ნაწილი იქნებიან და პირიქით – ქართული ბანკებით ევროპის რეგიონული ბანკები ისარგებლებენ.
„ჩვენი მიზანია არა მხოლოდ შიდა ბაზარზე ვიფიქროთ, არამედ რეგიონში წამყვანი როლი შევასრულოთ. ეს არის ბევრი ტექნიკური ნიუანსი, რომელიც დაარეგულირებს სხვადასხვა ბანკის მიერ გადახდებისას საკომისიოების საკითხს, რაც გამჭვირვალე იქნება. მომხმარებლის უფლებებიც უკეთესად დაცული იქნება", – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის სიტყვებით, ესაა წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა საქართველო ფინანსური მომსახურების ჰაბი გახდეს.

„ჩვენ მზად ვიქნებით იმისთვის, რომ გავაკეთოთ ოფიციალური განაცხადი SEPA-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ასოცირების სხვა ქვეყნებიდან არცერთი ქვეყანა არ არის მზად იმისთვის, რომ იყოს ამ სისტემის წევრი“, – განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველო ოფიციალური განაცხადის გაკეთებას SEPA-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში გეგმავს.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ეკუთვნის ეროვნულ ბანკს, რომელმაც ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე უნდა მოამზადოს.
ყველა ახალი ამბავი
0