„ლუზერების კრებული“ - თეა წულუკიანმა ოპოზიცია გააკრიტიკა

© photo: Sputnik / Stringerთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლას აპირებს
თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპოზიციას „ლუზერების კრებული“ უწოდა - ასე გამოეხმაურა ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შესამსუბუქებლად აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ჩატარება. მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ ყველა ნაბიჯი და ქმედებები, მათ შორის საპროტესტო აქციები, ამ მიზნის მიღწევისკენ იქნება მიმართული.
„აღარ მეგონა, თუ ოპოზიცია ისევ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდა, სამწუხაროა, რომ საქართველოს კვლავ ჰყავს ლუზერების კრებული, რომელმაც დაირქვა ოპოზიცია“, - განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიციის ქმედებები იმდენად ბანალური და წინასწარგანჭვრეტადი გახდა, რომ მათზე კომენტარის გაკეთება უკვე არასერიოზულია.
ისეთმა ავტორიტეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, როგორიცაა „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო საქართველოსთვის“, არაგონივრულად მიიჩნიეს უმსხვილესი ოპოზიციური ძალის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შესახებ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0