https://sputnik-georgia.com/20220906/kobaxize-makkeinis-konferenciis-monawileebi-sheapasa-270152373.html
კობახიძემ მაკკეინის კონფერენციის მონაწილეები შეაფასა
კობახიძემ მაკკეინის კონფერენციის მონაწილეები შეაფასა
Sputnik საქართველო
ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად ფორუმში მონაწილეობას იღებენ ამერიკელი ექსპერტები, დიპლომატები და ევროპარლამენტის დეპუტატები. 06.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-06T17:50+0400
2022-09-06T17:50+0400
2022-09-06T21:37+0400
საქართველო
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270137218_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_f48bc76eafbc6f6078c1d372140564ae.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები საქართველოში პოლარიზაციას აღვივებენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.მმართველი პარტიის ლიდერებმა უარი განაცხადეს კონფერენციაში მონაწილეობაზე, რომელიც 2014 წლიდან ყოველწლიურად იმართება. მისი ორგანიზატორები არიან მაკკეინის ლიდერთა საერთაშორისო ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC). ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად ფორუმში მონაწილეობას იღებენ ამერიკელი ექსპერტები, დიპლომატები და ევროპარლამენტის დეპუტატები.წელს კონფერენცია თბილისში 5-6 სექტემბერს იმართება და უკრაინის საკითხს ეხება. მონაწილეებს შორის არიან დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ. მათ შორისაა ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი, რომელმაც ორშაბათს განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს.„ისინი საქართველოს მტრები არიან": კალაძე ზოგიერთ ევროპარლამენტარზე>>>ვიოლა ფონ კრამონის აზრით, საქართველოს ეს პრობლემა აქვს. მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები შეშფოთებას იწვევს. დემოკრატიის თვალსაზრისით არასასურველია ქვეყანას ჰყავდეს ისეთი მდიდარი ბიზნესმენი, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველა სტრუქტურაზე ახდენს ზეგავლენას, დასძინა ევროდეპუტატმა.მას უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ, რომელმაც საქართველოს მტრები უწოდა ევროპარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებიც დეოლიგარქიზაციის თაობაზე საუბრობენ. მისი თქმით, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ასევე ყველაფერს გააკეთებს რეფორმების განსახორციელებლად.დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, არ არსებობს არცერთი ფაქტი იმისა, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობს. ღარიბაშვილის თქმით, ოლიგარქიული მმართველობის მთავარ „მტკიცებულებად“ მოჰყავთ ის, რომ ის და მმართველი გუნდის რამდენიმე წამყვანი წევრი პოლიტიკაში ივანიშვილის წყალობით მოვიდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270137218_139:0:1579:1080_1920x0_80_0_0_f2035564d8eec8246afa2c3e3e85ed44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
კობახიძემ მაკკეინის კონფერენციის მონაწილეები შეაფასა
17:50 06.09.2022 (განახლებულია: 21:37 06.09.2022) ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად ფორუმში მონაწილეობას იღებენ ამერიკელი ექსპერტები, დიპლომატები და ევროპარლამენტის დეპუტატები.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები საქართველოში პოლარიზაციას აღვივებენ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
მმართველი პარტიის ლიდერებმა უარი განაცხადეს კონფერენციაში მონაწილეობაზე, რომელიც 2014 წლიდან ყოველწლიურად იმართება. მისი ორგანიზატორები არიან მაკკეინის ლიდერთა საერთაშორისო ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC).
ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად ფორუმში მონაწილეობას იღებენ ამერიკელი ექსპერტები, დიპლომატები და ევროპარლამენტის დეპუტატები.
„თქვენ ხედავთ მაკკეინის კონფერენციას და მასზე დამსწრე პირებს. თუ საქართველოში ვინმე პოლარიზაციას აღვივებს, ყველა იქ არის წარმოდგენილი. რატომაა, რომ რადიკალიზმი და პოლარიზაციისკენ მიმართული ნაბიჯები წარმოჩენილია როგორც ნორმა – მე არ ვიცი. ჩვენ ამაზე, რასაკვირველია, გვექნება რეაქცია“, – განაცხადა კობახიძემ.
წელს კონფერენცია თბილისში 5-6 სექტემბერს იმართება და უკრაინის საკითხს ეხება. მონაწილეებს შორის არიან დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ. მათ შორისაა ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი, რომელმაც ორშაბათს განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაცია სჭირდება ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს.
ვიოლა ფონ კრამონის აზრით, საქართველოს ეს პრობლემა აქვს. მისი თქმით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები შეშფოთებას იწვევს. დემოკრატიის თვალსაზრისით არასასურველია ქვეყანას ჰყავდეს ისეთი მდიდარი ბიზნესმენი, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყველა სტრუქტურაზე ახდენს ზეგავლენას, დასძინა ევროდეპუტატმა.
მას უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ, რომელმაც საქართველოს მტრები უწოდა ევროპარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებიც დეოლიგარქიზაციის თაობაზე საუბრობენ. მისი თქმით, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება ასევე ყველაფერს გააკეთებს რეფორმების განსახორციელებლად.
დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, არ არსებობს არცერთი ფაქტი იმისა, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობს. ღარიბაშვილის თქმით, ოლიგარქიული მმართველობის მთავარ „მტკიცებულებად“ მოჰყავთ ის, რომ ის და მმართველი გუნდის რამდენიმე წამყვანი წევრი პოლიტიკაში ივანიშვილის წყალობით მოვიდა.