ევრობასკეტი-2022: საქართველოს ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი მატჩი წააგო

© photo: Sputnik / Stringerევრობასკეტი-2022: საქართველო-ესპანეთი
ევრობასკეტი-2022: საქართველო-ესპანეთი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გამოწერა
ოთხშაბათს საქართველო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს მონტენეგროს წინააღმდეგ ითამაშებს
თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ევრობასკეტი-2022-ზე А ჯგუფის მესამე შეხვედრა წააგო, ამჯერად ბულგარეთთან - 80:92.
ქართველმა კალათბურთელებმა აქტიურად დაიწყეს პირველი მეოთხედი, მათ თანდათან უპირატესობაც გაზარდეს (18:14), მაგრამ შემდგომში დაკარგეს ის და ბევრი შეცდომაც დაუშვეს.
მესამე მეოთხედის ბოლოს ბულგარეთის ნაკრებს უკვე ცხრაქულიანი უპირატესობა ჰქონდა.
მატჩი არ გადათამაშდება: FIBA-მ თურქეთის საჩივარი არ დააკმაყოფილა >>
ოთხშაბათს საქართველო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს მონტენეგროს წინააღმდეგ ითამაშებს. ილიას ზუროსის გუნდს აქვს ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი ჯერ კიდევ გააჩნია - ეს მოხდება, თუ საქართველო მონტენეგროს მოუგებს, ხოლო ბელგია ბულგარეთს დაამარცხებს.
რაც შეეხება ჯგუფის სხვა შეხვედრებს, თურქეთმა ბელგია დაამარცხა - 78:63, ხოლო ესპანეთმა მონტენეგროს სძლია - 82:65.
А ჯგუფში პირველ ადგილებს იყოფენ ესპანეთი და თურქეთი, ხოლო საქართველო მეექვსე ადგილზეა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0