მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საბერძნეთმა თურქული თვითმფრინავების ჩაჭერა სცადა: ერდოღანი ათენს აფრთხილებს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2022
გამოწერა
თბილისი, 5 სექტემბერი − Sputnik. საბერძნეთის საჰაერო ძალებმა თურქეთის საზღვაო საპატრულო თვითმფრინავის ჩაჭერა სცადეს, რომელიც მისიას ასრულებდა ნატოს ოპერაციის ფარგლებში, იუწყება სააგენტო Anadolu თურქეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, საბერძნეთმა „მკვეთრად გაზარდა აგრესიული ქცევა ეგეოსის ზღვაზე და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში“, თურქეთის საჰაერო სივრცისა და ტერიტორიული წყლების დარღვევების რიცხვი შარშანდელი 1.123-დან მიმდინარე წლის რვა თვეში 1.616-მდე გაიზარდა. ბოლო ორ კვირაში ბერძენი მფრინავების მხრიდან თურქული საპატრულო თვითმფრინავების დადევნების 14 ფაქტია დაფიქსირებული.
სააგენტოს ცნობით, ბოლო მსგავსი შემთხვევა 1 სექტემბერს კუნძულ როდოსზე მოხდა.

„საბერძნეთის საჰაერო ძალებმა თურქული საზღვაო-საპატრულო თვითმფრინავის ჩაჭერა სცადეს, რომელიც ნატოს უსაფრთხოების მისია Sea Guardian-ის ფარგლებში ასრულებდა მისიას. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თვითმფრინავი არ იყო შეიარაღებული. ბერძნული მხარის ქმედებებს ადეკვატური პასუხი გაეცა“, − განაცხადეს სამინისტროში.

ბოლო წლებში საბერძნეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა ტერიტორიული დავების გამო სერიოზულად გაუარესდა. ორი ქვეყანა საზღვაო ზონებზე ვერ თანხმდება.
დაძაბულობის ახალი რაუნდი 23 აგვისტოს დაიწყო, როდესაც, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საბერძნეთმა რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემა C-300 აამოქმედა თურქული F-16-ების დასაჭერად და გასაცილებლად. ოფიციალური ათენი ამ ინფორმაციას უარყოფს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა გასულ შაბათს განაცხადა, რომ საბერძნეთი „მძიმე ფასს გადაიხდის“, თუ კვლავაც განაგრძობს მსგავს ქმედებებს.
წყარო: Anadolu
ყველა ახალი ამბავი
0