https://sputnik-georgia.com/20220905/qartuli-ocneba-prezidentis-vetos-dasazlevad-emzadeba-270099679.html
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება
Sputnik საქართველო
ვენეციის კომისიამ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმს „არაადეკვატური“ უწოდა. 05.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-05T16:17+0400
2022-09-05T16:17+0400
2022-09-05T21:04+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269145216_0:185:1744:1166_1920x0_80_0_0_0013dee7865822a374de120c1f5e7b1c.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტს არ აქვს საფუძველი, რომ ფარული მოსმენების შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო ვერ დაძლიოს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.საქართველოში ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტმა სკანდალი გამოიწვია. სახელმწიფო მეთაურმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის მანძილზე პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და პროექტი პარლამენტს დაუბრუნა.კანონპროექტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას ითვალისწინებს. „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ პროექტი სრულად შეესაბამება დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.მისი თქმით, პრეზიდენტის შენიშვნებს კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ და მათთვის საინტერესო იქნება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოზიციის მოსმენა.„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს საერთოდ სხვა შინაარსი აქვს, აქცენტები კი სხვა საკითხებზე მძაფრდება... საზოგადოება დაინახავს, რომ მიღებული იქნება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა დეპუტატმა.ვენეციის კომისიამ აგვისტოს ბოლოს წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და ის უფრო დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს.კანონი ფარული თვალთვალის შესახებ: აშშ-ის ელჩმა ვენეციის კომისიას მხარი დაუჭირა>>>ვენეციის კომისიამ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმს „არაადეკვატური“ უწოდა და აღნიშნა, რომ საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების „ყოვლისმომცველი გადახედვა“.ვენეციის კომისის რეკომენდაციით, რაიმე კანონპროექტზე გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ჩატარდეს ფორმალური კონსულტაციები შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.გარდა ამისა, კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა კანონპროექტის მიღებისა და, მათ შორის, ფარული თვალთვალის ვადის გახანგრძლივების აუცილებლობის დასაბუთება, ასევე მთელი სისტემის სრული გადახედვა და საქართველოში ფარული თვალთვალის სრულიად ახალი წესების მიღება.კანონპროექტზე ვენეციის კომისის სრული დასკვნა 22 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269145216_191:177:1509:1166_1920x0_80_0_0_95f81361911441b975fad1915e562d94.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება
16:17 05.09.2022 (განახლებულია: 21:04 05.09.2022) ვენეციის კომისიამ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმს „არაადეკვატური“ უწოდა.
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტს არ აქვს საფუძველი, რომ ფარული მოსმენების შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო ვერ დაძლიოს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოში ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტმა სკანდალი გამოიწვია. სახელმწიფო მეთაურმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის მანძილზე პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და პროექტი პარლამენტს დაუბრუნა.
კანონპროექტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას ითვალისწინებს. „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ პროექტი სრულად შეესაბამება დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
„ჩვენ არ მოგვისმენია სამართლებრივი არგუმენტები, არ ყოფილა არა მარტო წონიანი, არამედ ელემენტარული არგუმენტებიც კი. რაც შეეხება ევროპულ მოდელსა და პრაქტიკას, ამ მიმართულებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული ვერსია უფრო ორიენტირებულია ადამიანის უფლებებზე. არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ ჩვენ ვეტო ვერ დავძლიოთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტის შენიშვნებს კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ და მათთვის საინტერესო იქნება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოზიციის მოსმენა.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს საერთოდ სხვა შინაარსი აქვს, აქცენტები კი სხვა საკითხებზე მძაფრდება... საზოგადოება დაინახავს, რომ მიღებული იქნება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა დეპუტატმა.
ვენეციის კომისიამ აგვისტოს ბოლოს წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და ის უფრო დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს.
ვენეციის კომისიამ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმს „არაადეკვატური“ უწოდა და აღნიშნა, რომ საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების „ყოვლისმომცველი გადახედვა“.
ვენეციის კომისის რეკომენდაციით, რაიმე კანონპროექტზე გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ჩატარდეს ფორმალური კონსულტაციები შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
გარდა ამისა, კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა კანონპროექტის მიღებისა და, მათ შორის, ფარული თვალთვალის ვადის გახანგრძლივების აუცილებლობის დასაბუთება, ასევე მთელი სისტემის სრული გადახედვა და საქართველოში ფარული თვალთვალის სრულიად ახალი წესების მიღება.
კანონპროექტზე ვენეციის კომისის სრული დასკვნა 22 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი.