https://sputnik-georgia.com/20220902/keli-degnani-veneciis-komisiis-pozicias-emxroba-269988131.html
კანონი ფარული თვალთვალის შესახებ: აშშ-ის ელჩმა ვენეციის კომისიას მხარი დაუჭირა
კანონი ფარული თვალთვალის შესახებ: აშშ-ის ელჩმა ვენეციის კომისიას მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
ამერიკელი დიპლომატის შეფასებას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ არ ეთანხმებიან. 02.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-02T10:21+0400
2022-09-02T10:21+0400
2022-09-01T22:34+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259251097_0:178:1712:1141_1920x0_80_0_0_2ddd630e8937d4e684186e5725827bde.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ვენეციის კომისიის მოსაზრება ფარული მოსმენების შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას ითვალისწინებს, ძლიერი და ერთმნიშვნელოვანია, განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.ვენეციის კომისიამ აგვისტოს ბოლოს წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და ის უფრო დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს. მანამდე სახელმწიფო მეთაურმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის მანძილზე პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და პროექტი პარლამენტს დაუბრუნა. „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ პროექტი სრულად შეესაბამება დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.დიპლომატის განმარტებით, ვენეციის კომიიის მოსაზრება არ წარმოადგენს კრიტიკას საქართველოს მისამართით, არამედ არის საერთაშორისო სამართლის ექსპერტების შეფასება იმასთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ ივნისში დამტკიცებული შესწორებები რამდენად უზრუნველყოფს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების ეფექტურ დაცვას.„ეს არის ძალზე ძლიერი, მკაფიო მოსაზრება მნიშვნელოვან პრინციპზე – ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებაზე... ვენეციის კომისიის მოსაზრება და მსგავსი მოსაზრებები არის შესაძლებლობა, რათა დავეხმაროთ საქართველოს კანონმდებლობის გაუმჯობესებაში, რათა უზრუნველვყოთ სამართლებრივი დაცვა მოქალაქეების უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა დეგნანმა.ხელისუფლების რეაქციებიამერიკელი დიპლომატის პოზიციას მმართველ პარტიაში არ ეთანხმებიან. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო მაინც დაიძლევა.ვენეციის კომისიის შეფასებავენეციის კომისიამ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმს „არაადეკვატური“ უწოდა და აღნიშნა, რომ საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების „ყოვლისმომცველი გადახედვა“.ვენეციის კომისის რეკომენდაციით, რაიმე კანონპროექტზე გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ჩატარდეს ფორმალური კონსულტაციები შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.გარდა ამისა, კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა კანონპროექტის მიღებისა და, მათ შორის, ფარული თვალთვალის ვადის გახანგრძლივების აუცილებლობის დასაბუთება, ასევე მთელი სისტემის სრული გადახედვა და საქართველოში ფარული თვალთვალის სრულიად ახალი წესების მიღება.კანონპროექტზე ვენეციის კომისის სრული დასკვნა 22 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259251097_0:167:1298:1141_1920x0_80_0_0_54494f824c07ae7e17cfdc8b73808ba5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, აშშ , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, აშშ , ახალი ამბები
კანონი ფარული თვალთვალის შესახებ: აშშ-ის ელჩმა ვენეციის კომისიას მხარი დაუჭირა
ამერიკელი დიპლომატის შეფასებას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ არ ეთანხმებიან.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ვენეციის კომისიის მოსაზრება ფარული მოსმენების შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას ითვალისწინებს, ძლიერი და ერთმნიშვნელოვანია, განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.
ვენეციის კომისიამ აგვისტოს ბოლოს წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და ის უფრო დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს. მანამდე სახელმწიფო მეთაურმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის მანძილზე პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და პროექტი პარლამენტს დაუბრუნა. „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ პროექტი სრულად შეესაბამება დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
„როდესაც ჩვენ გვაქვს მსგავსი საკონსულტაციო პროცესები, დიდი მნიშვნელობა აქვს (ყველა მხარის) მონაწილეობას. ვფიქრობ, ვენეციის კომისიის ბოლო მოსაზრება მიყურადების კანონთან დაკავშირებით იყო შესაძლებლობა, რადგანაც მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვანია უფრო ინკლუზიური მიდგომა, იყო ძალიან ძლიერი და მკაფიო“, – განაცხადა დეგნანმა ჟურნალისტებთან.
დიპლომატის განმარტებით, ვენეციის კომიიის მოსაზრება არ წარმოადგენს კრიტიკას საქართველოს მისამართით, არამედ არის საერთაშორისო სამართლის ექსპერტების შეფასება იმასთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ ივნისში დამტკიცებული შესწორებები რამდენად უზრუნველყოფს ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების ეფექტურ დაცვას.
„ეს არის ძალზე ძლიერი, მკაფიო მოსაზრება მნიშვნელოვან პრინციპზე – ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებაზე... ვენეციის კომისიის მოსაზრება და მსგავსი მოსაზრებები არის შესაძლებლობა, რათა დავეხმაროთ საქართველოს კანონმდებლობის გაუმჯობესებაში, რათა უზრუნველვყოთ სამართლებრივი დაცვა მოქალაქეების უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა დეგნანმა.
ამერიკელი დიპლომატის პოზიციას მმართველ პარტიაში არ ეთანხმებიან. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო მაინც დაიძლევა.
„მე ვეთანხმები ქალბატონ ელჩს. ეს მართლაც მოსაზრებები იყო, დავაზუსტებ – ცოტა პოლიტიკური ხასიათის, რასაც ჩვენ, სიმართლე გითხრათ, არ ველოდით. ჩვენ ველოდით, რომ შენიშვნები უფრო სამართლებრივი ხასიათის იქნებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, მსგავსი შენიშვნები ჩვენ ვერ დავინახეთ. და რადგანაც ჩვენ მსგავსი შენიშვნები ვერ დავინახეთ, პროცესი გაგრძელდება და ვეტოს დავძლევთ“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ვენეციის კომისიის შეფასება
ვენეციის კომისიამ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმს „არაადეკვატური“ უწოდა და აღნიშნა, რომ საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების „ყოვლისმომცველი გადახედვა“.
ვენეციის კომისის რეკომენდაციით, რაიმე კანონპროექტზე გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ჩატარდეს ფორმალური კონსულტაციები შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
გარდა ამისა, კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა კანონპროექტის მიღებისა და, მათ შორის, ფარული თვალთვალის ვადის გახანგრძლივების აუცილებლობის დასაბუთება, ასევე მთელი სისტემის სრული გადახედვა და საქართველოში ფარული თვალთვალის სრულიად ახალი წესების მიღება.
კანონპროექტზე ვენეციის კომისის სრული დასკვნა 22 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი.