საქართველოში სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები გაიზრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliკონტროლი გზებზე
კონტროლი გზებზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2022
გამოწერა
კანონპროექტი პარლამენტში უკვე შევიდა
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. შსს სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმების გაზრდის ინიციატივით გამოდის - ახალი საკანონმდებლო პაკეტი 5 სექტემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.
ცვლილებების თანახმად,
მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს;
თუ სიჩქარის გადაჭარბებამ საავარიო ვითარება გამოიწვია, ჯარიმა 300 ლარის ნაცვლად, 400 ლარს შეადგენს;
თუ სიჩქარის გადაჭარბებას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ასევე ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 600 ლარი იქნება;
100 ლარით - 300-დან 400 ლარამდე იზრდება ჯარიმა იმ პირის მიერ სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორციელებს;
300 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს ავტომობილის განზრახ მოცურება-მოსრიალება ან მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება – ე.წ. დრიფტი. კანონპროექტში ნათქვამია, რომ თუ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ეს გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
კანონპროექტით კონკრეტდება, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დადგება იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედება ჩადენილია კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას.
ყველა ახალი ამბავი
0