ღარიბაშვილი: ხელოვნური კუნძულის პროექტი ხელს შეუწყობს აჭარის ეკონომიკურ განვითარებას

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2022
გამოწერა
პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციებით განხორციელდება.
თბილისი, 3 სექტემბერი – Sputnik. აჭარაში ხელოვნური კუნძულის „ბათუმი აილენდის“ მშენებლობა ხელს შეუწყობს ბათუმის ისედაც ძლიერი საერთაშორისო რეპუტაციის ზრდას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პროექტის პრეზენტაციაზე.
პრემიერის თქმით, ბათუმში აშენდება ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი კუნძული, რომელიც გააერთიანებს გასართობ-გამაჯანსაღებელ, სპორტულ, საგანმანათლებლო და კომერციულ-საცხოვრებელ ტურისტულ მიმართულებებს. პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციებით განხორციელდება.

„ჩვენ დღეს ვიწყებთ უნიკალური, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში... დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ბათუმის ისედაც ძლიერი საერთაშორისო რეპუტაციის ზრდას და აჭარის ეკონომიკურ წინსვლას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ინვესტორი „ამბასადორ ჯგუფი“ პროექტის პირველი ფაზის მშენებლობაზე მინიმუმ 100 მილიონი დოლარი დახარჯვას და 2000 ადგილობრივის დასაქმებას აპირებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით და შესაბამისი დადგენილებით კომპანიას ბათუმში ბარცხანის და თამარის დასახლებებში 90 ჰექტარი მიწის განაშენიანების უფლება მიენიჭება.
პროექტი ითვალისწინებს სავაჭრო, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, რეკრეაციული, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
ღარიბაშვილის განცხადებით, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე კომპანიამ და მისმა დამფუძნებელმა ყველა პროცედურა გაიარეს, გაატარეს ამ პროექტის ექსპერტიზა, ჩართეს შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტები და ახლა პროექტი ეკოლოგიურ და უსაფრთხოების სტანდარტებს შეესაბამება.
ყველა ახალი ამბავი
0