ყველაფერი კანონიერია: სერვისების სააგენტოს განმარტება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მოქალაქის პასპორტი
საქართველოს მოქალაქის პასპორტი  - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
გამოწერა
თბილისი, 2 სექტემბერი – Sputnik. მიმდინარე წელს რუსეთის 3.265 მოქალაქიდან, რომელთა განაცხადებიც პრეზიდენტს წარედგინა, საქართველოს მოქალაქეობა 728 პირს მიენიჭა, იუწყება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ, წარმოშობით საქართველოდან არიან და აკმაყოფილებენ კანონის მოთხოვნას სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესახებ.
სააგენტოს განმარტებით, პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის აუცილებელია, რომ პირი წარმოშობით იყოს საქართველოდან და აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.
კერძოდ, მოქალაქეობის მიღების მსურველი უნდა იყოს:
საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები, ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი;
სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი, რომელიც დღეისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეა და სურს სამშობლოსთან კავშირის აღდგენა.
მანამდე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2022 წლის 7 თვის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 723 მოქალაქეს მიენიჭა, აქედან 551-ს — საგამონაკლისო წესით. IDFI-ს მონაცემებით, 2019-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიმღებ პირებს შორის რუსეთის მოქალაქეები მნიშვნელოვნად ჭარბობენ.
ყველა ახალი ამბავი
0