სტატისტიკა: რუსეთის რამდენმა მოქალაქემ მიიღო წელს საქართველოს მოქალაქეობა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პასპორტი
საქართველოს პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
გამოწერა
2019-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიმღებ პირებს შორის რუსეთის მოქალაქეები მნიშვნელოვნად ჭარბობს.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 7 თვის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 723 მოქალაქეს მიენიჭა, მათ შორის 551-ს – საგამონაკლისო წესით, იუწყება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წლის იანვარში საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 74 მოქალაქეზე, ხოლო თებერვალში – 98 მოქალაქეზე გაიცა. მარტში აღნიშნული მაჩვენებელი 43-მდე შემცირდა, თუმცა მომდევნო თვეებში ისევ ზრდა დაიწყო. მაგალითად, 2022 წლის ივნისში საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 162-მა მოქალაქემ, ივლისში კი 136-მა მოქალაქემ მიიღო.
IDFI-ს მონაცემებით, 2019-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიმღებ პირებს შორის რუსეთის მოქალაქეები მნიშვნელოვნად ჭარბობს.
2019 წელს საქართველოს მოქალაქეობა (საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის გარდა) 1.219 რუსეთის მოქალაქეს მიენიჭა. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 629-მდე შემცირდა, ხოლო 2021 წელს 1.342-მდე გაიზარდა.

„საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა უმეტესწილად რუსეთის მოქალაქეებს ენიჭებათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც IDFI წერს, 2018-2022 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 13.575 პირს, საიდანაც 5.111 პირს აღუდგა საქართველოს მოქალაქეობა, ხოლო 8.382 პირს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა საგამონაკლისო წესით.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის მიმღები (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 8.464 პირიდან 72% (6.075) წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეს. მეორე ადგილზე არიან უკრაინაის მოქალაქეები – 428 ადამიანი, სომხეთის – 404 პირი და აშშ-ის მოქალაქეები – 330. შემდეგ მოდიან ისრაელი, საბერძნეთი და თურქეთი.
ყველა ახალი ამბავი
0