https://sputnik-georgia.com/20220902/rusuli-navtobi-da-gazi-270031467.html
G7 შეთანხმდა: ევროკავშირი რუსულ ენერგომატარებლებზე ზღვრულ ფასს დააწესებს
G7 შეთანხმდა: ევროკავშირი რუსულ ენერგომატარებლებზე ზღვრულ ფასს დააწესებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. დადგა დრო, რომ რუსეთიდან ევროპისთვის მილსადენით მიწოდებულ გაზზე საფასო შეზღუდვა დაწესდეს, განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა... 02.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-02T18:53+0400
2022-09-02T18:53+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
ევროკავშირი
პოლიტიკა
ეკონომიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265582942_0:0:2140:1205_1920x0_80_0_0_4f03d876799cfc96f92f163c0a4fb7ea.jpg
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. დადგა დრო, რომ რუსეთიდან ევროპისთვის მილსადენით მიწოდებულ გაზზე საფასო შეზღუდვა დაწესდეს, განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში არსებული გაზის მიწისქვეშა საცავები ვადაზე ადრე შეივსო 80%-ით.ევროკომისიის თავმჯდომარის თქმით, ეს აუცილებელია, რათა „წინააღმდეგობა გაეწიოს რუსეთის პრეზიდენტის მიერ ევროპის ენერგეტიკული ბაზრით მანიპულირების მცდელობებს“.ევროკავშირში ამ თემაზე, სავარაუდოდ, ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე იმსჯელებენ, რომელიც 9 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.გარდა ამისა, Financial Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, G7-ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები უკვე შეთანხმდნენ, რომ რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტს 5 დეკემბრიდან დააწესებენ, ხოლო ნავთობროდუქტებზე — 2023 წლის 5 თებერვლიდან.რუსეთში უკვე გამოეხმაურნენ ფონ დერ ლაიენის განცხადებას. როგორც ექს-პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, თუ ევროპა რუსულ მილსადენის გაზზე ზღვრულ ფასს დააწესებს, „რუსეთი უბრალოდ გაუთიშავს ევროპას გაზს". იგივე გაიმეორა კრემლის პრეს-სპიკერმაც. დმიტრი პესკოვის თქმით, ის კომპანიები რომლებიც საფასო ზღვარს დააწესებენ, რუსულ გაზს ვეღარ მიიღებენ.აღსანიშნავია, რომ ევროპაში გაზის ექსპორტიდან რუსეთის შემოსავლის შეზღუდვის შესახებ მსჯელობა მარტში დაიწყო, თუმცა მაშინ, როგორც Bloomberg-ი წერს, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ იდეის მიმართ — გაზის მიწოდების შემცირების შიშით.
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1d/265582942_0:0:1844:1383_1920x0_80_0_0_784a3c7c122acdc9c79e68395a50fde6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროკავშირი , პოლიტიკა, ეკონომიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მსოფლიოს ახალი ამბები
ევროკავშირი , პოლიტიკა, ეკონომიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. დადგა დრო, რომ რუსეთიდან ევროპისთვის მილსადენით მიწოდებულ გაზზე საფასო შეზღუდვა დაწესდეს, განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში არსებული გაზის მიწისქვეშა საცავები ვადაზე ადრე შეივსო 80%-ით.
„მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უკვე დროა, რუსულ მილსადენის გაზზე ევროკავშირში ფასის ლიმიტი დაწესდეს. ამ ინიციატივას ევროკომისია აუცილებლად წამოაყენებს“, — განუცხადა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს ქალაქ მურნაუში გერმანელ დეპუტატებთან შეხვედრის დროს.
ევროკომისიის თავმჯდომარის თქმით, ეს აუცილებელია, რათა „წინააღმდეგობა გაეწიოს რუსეთის პრეზიდენტის მიერ ევროპის ენერგეტიკული ბაზრით მანიპულირების მცდელობებს“.
ევროკავშირში ამ თემაზე, სავარაუდოდ, ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე იმსჯელებენ, რომელიც 9 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.
გარდა ამისა, Financial Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, G7-ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები უკვე შეთანხმდნენ, რომ რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტს 5 დეკემბრიდან დააწესებენ, ხოლო ნავთობროდუქტებზე — 2023 წლის 5 თებერვლიდან.
რუსეთში უკვე გამოეხმაურნენ ფონ დერ ლაიენის განცხადებას. როგორც ექს-პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, თუ ევროპა რუსულ მილსადენის გაზზე ზღვრულ ფასს დააწესებს, „რუსეთი უბრალოდ გაუთიშავს ევროპას გაზს". იგივე გაიმეორა კრემლის პრეს-სპიკერმაც. დმიტრი პესკოვის თქმით, ის კომპანიები რომლებიც საფასო ზღვარს დააწესებენ, რუსულ გაზს ვეღარ მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ ევროპაში გაზის ექსპორტიდან რუსეთის შემოსავლის შეზღუდვის შესახებ მსჯელობა მარტში დაიწყო, თუმცა მაშინ, როგორც Bloomberg-ი წერს, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ იდეის მიმართ — გაზის მიწოდების შემცირების შიშით.