რამდენი დაზოგეს წამლებზე საქართველოს მოქალაქეებმა თურქული მედიკამენტების შემოტანის შემდეგ

© Pixabay / Pexelsმედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
გამოწერა
თურქეთისთვის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან ერთად საქართველოს ჯანდაცვა წამლებზე ზღვრული ფასების დაწესებას გეგმავს.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად საქართველოს მოქალაქეები მედიკამენტების შეძენაზე ყოველწლიურად დაახლოებით 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგვას მოახერხებენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
საქართველომ თურქული მედიკამენტებისთვის ფარმაცევტული ბაზარი მიმდინარე წლის დასაწყისში გახსნა. იანვრის შუა რიცხვებიდან დაწყებული, მეზობელი ქვეყნიდან 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შემოტანა დაიწყო. შედეგად, წამლების ფასები 60%-დან 80%-მდე შემცირდა.

„თურქული ბაზრის გახსნის შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტების შემოტანა აქტიურად გრძელდება. აგვისტოში თურქეთიდან იმპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში 6,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტები შემოვიდა“, – განაცხადა აზარაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივის შედეგად საქართველოს მოქალაქეებმა მედიკამენტების შეძენაზე 80 მილიონ ლარამდე უკვე დაზოგეს.
ღარიბაშვილი: წამლებზე ზღვრული ფასები დაწესდება>>>
თურქეთისთვის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან ერთად საქართველოს ჯანდაცვა წამლებზე ზღვრული ფასების დაწესებას გეგმავს, რათა მედიკამენტებზე დაბალი ფასები შეინარჩუნოს.
რეფორმის თანახმად, სახელმწიფო დააწესებს ზღვრულ ფასებს – თუ რა ფასად იქნება შესაძლებელი წამლების გაყიდვა და მათი იმპორტი. ზღვრული ფასები გავრცელდება ისეთ წამლებზე, რომლებსაც სახელმწიფო დააფინანსებს. ესენია ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.
ფარმაცევტული სფეროს სამოქმედო გეგმა ჯანდაცვის სამინისტრომ კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების, ჯანმოს კვლევების შედეგების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების დახმარებით და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა.
ყველა ახალი ამბავი
0