https://sputnik-georgia.com/20220829/saqartvelos-jandacvis-saministro-zrvruli-fasebis-dawesebaze-musaobs-269878799.html
ღარიბაშვილი: წამლებზე ზღვრული ფასები დაწესდება
ღარიბაშვილი: წამლებზე ზღვრული ფასები დაწესდება
Sputnik საქართველო
თურქული ბაზრის გახსნისა და ხარისხიანი თურქული მედიკამენტების შემოტანის შემდეგ მოქალაქეებმა 80 მლნ ლარზე მეტი დაზოგეს, აღნიშნა პრემიერმა
2022-08-29T20:32+0400
2022-08-29T20:32+0400
2022-08-29T23:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249027427_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_8b38db94591f038a513740fd396c3bf0.jpg
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. იმპორტიორების მხრიდან ფასებით მანიპულაციის თავიდან ასაცილებლად საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი წამლებზე ზღვრული ფასების დაწესებაზე მუშაობს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.რეფორმის თანახმად, სახელმწიფო დააწესებს ზღვრულ ფასებს – თუ რა ფასად იქნება შესაძლებელი წამლების გაყიდვა და მათი იმპორტი. ზღვრული ფასები გავრცელდება ისეთ წამლებზე, რომლებსაც სახელმწიფო დააფინანსებს. ესენია ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.პრემიერის სიტყვებით, თურქული ბაზრის გახსნისა და ხარისხიანი თურქული მედიკამენტების შემოტანის შემდეგ მოქალაქეებმა 80 მლნ ლარამდე დაზოგეს.„მოგეხსენებათ, ბოლო თვეების განმავლობაში წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა წამლების ფასების შემცირებას. მას შემდეგ, რაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა, შემოვიდა ხარისხიანი თურქული წამლები საქართველოში, ჩვენმა მოქალაქეებმა 80 მილიონ ლარამდე დაზოგეს. ანუ ნაკლები გადაიხადეს წამლებში, ვიდრე ისინი გადაიხდიდნენ, რომ არ გაგვეხსნა თურქული ბაზარი“, – აღნიშნა პრემიერმა.2021 წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარს სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, წამლების ფასების დარეგულირება.ცნობილი გახდა, რომელი წამლები გაიაფდება საქართველოში 2023 წლიდან >>საქართველომ ფარმაცევტული ბაზარი გახსნა თურქული მედიკამენტებისთვის. იანვრის შუა რიცხვებიდან დაწყებული, მეზობელი ქვეყნიდან 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შემოტანა დაიწყო. შედეგად, წამლების ფასები 60%-დან 80%-მდე შემცირდა.ფარმაცევტული სფეროს სამოქმედო გეგმა ჯანდაცვის სამინისტრომ კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების, ჯანმოს კვლევების შედეგების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების დახმარებით და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249027427_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_c560c70828d20e11f4ad2e14e89a8a62.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი ღარიბაშვილი აზარაშვილი წამლები ზღვრული რეფერენტული ფასები
ირაკლი ღარიბაშვილი აზარაშვილი წამლები ზღვრული რეფერენტული ფასები
ღარიბაშვილი: წამლებზე ზღვრული ფასები დაწესდება
20:32 29.08.2022 (განახლებულია: 23:05 29.08.2022) თურქული ბაზრის გახსნისა და ხარისხიანი თურქული მედიკამენტების შემოტანის შემდეგ მოქალაქეებმა 80 მლნ ლარზე მეტი დაზოგეს, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. იმპორტიორების მხრიდან ფასებით მანიპულაციის თავიდან ასაცილებლად საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი წამლებზე ზღვრული ფასების დაწესებაზე მუშაობს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
რეფორმის თანახმად, სახელმწიფო დააწესებს ზღვრულ ფასებს – თუ რა ფასად იქნება შესაძლებელი წამლების გაყიდვა და მათი იმპორტი. ზღვრული ფასები გავრცელდება ისეთ წამლებზე, რომლებსაც სახელმწიფო დააფინანსებს. ესენია ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.
„ახლა აზარაშვილი (ჯანდაცვის მინისტრი) მუშაობს, რომ დაწესდეს რეფერენტული ფასები, რათა არცერთ კომპანიას, არცერთ იმპორტიორს ფასებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს, ან ერთმანეთს შორის შეთანხმებები არ მოხდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის სიტყვებით, თურქული ბაზრის გახსნისა და ხარისხიანი თურქული მედიკამენტების შემოტანის შემდეგ მოქალაქეებმა 80 მლნ ლარამდე დაზოგეს.
„მოგეხსენებათ, ბოლო თვეების განმავლობაში წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა წამლების ფასების შემცირებას. მას შემდეგ, რაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა, შემოვიდა ხარისხიანი თურქული წამლები საქართველოში, ჩვენმა მოქალაქეებმა 80 მილიონ ლარამდე დაზოგეს. ანუ ნაკლები გადაიხადეს წამლებში, ვიდრე ისინი გადაიხდიდნენ, რომ არ გაგვეხსნა თურქული ბაზარი“, – აღნიშნა პრემიერმა.
2021 წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა, რომ ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარს სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, წამლების ფასების დარეგულირება.
საქართველომ ფარმაცევტული ბაზარი გახსნა თურქული მედიკამენტებისთვის. იანვრის შუა რიცხვებიდან დაწყებული, მეზობელი ქვეყნიდან 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შემოტანა დაიწყო. შედეგად, წამლების ფასები 60%-დან 80%-მდე შემცირდა.
ფარმაცევტული სფეროს სამოქმედო გეგმა ჯანდაცვის სამინისტრომ კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციების, ჯანმოს კვლევების შედეგების, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების დახმარებით და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შეიმუშავა.